მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასთან კედლის აშენების წინადადებით გამოდის

12.04.17 18:40


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასთან კედლის აშენების წინადადებით გამოვიდა.

„მხარს ვუჭერ იმას, რომ დიდი კედელი ავაშენოთ და დროებით გავემიჯნოთ ოკუპირებული დონბასის ნაწილს, რათა კონცენტრირება უკრაინის დარჩენილ ნაწილზე მოვახდინოთ“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორუფციას და სწრაფ განვითარებას დავიწყებთ. მაგრამ, იმისთვის რომ ეს ტერიტორიები სწრაფად დავიბრუნოთ, ცვლილებები პირველ რიგში კიევში უნდა მოხდეს“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები