პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე - რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაათავისუფლა

06.06.16 20:50


რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილება საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, რომლებიც რუსეთში იხდიან მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით.

„2014 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი 3 მოქალაქე.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და ალბათ ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება“, -განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პრაღის შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. აბაშიძე გათავისუფლებულების გვარებს არ ასახელებს იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა მათ არ სურდეთ ვინაობის გამჟღავნება.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დარჩა და ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გათავისუფლდნენ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები