ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი - კომერციული ატაშეები საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები იქნებიან

19.04.17 17:00


კომერციული ატაშეები იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები განსაკუთრებით პრიორიტეტულ ბაზრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები განსაკუთრებით პრიორიტეტულ ბაზრებზე და სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში იმუშავებენ. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისათვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქციით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით ფუნქციონირებაში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდს, საბანკო სექტორს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

წყარო: ipn.ge

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები