ეკონომიკა

მიხეილ ჯანელიძე - კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

19.04.17 19:10


საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, აღნიშნულ პროექტს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად განახორციელებენ.

„ამ მხრივ, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ორი სამინისტროს თანამშრომლობის პროცედურები უკვე შეთანხმებულია - ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ამ პროექტს ერთობლივად განახორციელებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების შერჩევის პროცესი, ამის შემდეგ მოხდება მათი გადამზადება და განაწილება პრიორიტეტული მიმართულებებით პრიორიტეტულ ქვეყნებში“, - განაცხადა ჯანელიძემ.

წყარო: ipn.ge

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები