საზოგადოება

საქართველო Tripadvisor-ზე - ახალი მარკეტინგული კამპანია

20.04.17 18:00


ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველომ ახალი მარკეტინგული კამპანია მსხვილ ამერიკულ ტურისტულ პორტალ Tripadvisor-ზე დაიწყო, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაცია განთავსდება.

Tripadvisor-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი ვებ-გვერდია, რომელიც მოგზაურობის მოყვარულთ დასვენების დაგეგმვაში ეხმარება და ზოგადად, მოგზაურობების შესახებ მოუთხრობს. პორტალზე ასევე განთავსებულია მილიონობით მოგზაურის რჩევები. კამპანიის განხორციელების დეტალები ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ Tripadvisor-ის მარკეტინგული მიმართულებების მენეჯერთან ჩედ შაივერთან ერთად გააცნო. ახალი შეთანხმების თანახმად, სარეკლამო კამპანია Tripadvisor-ზე ათ ქვეყანას დაფარავს — გერმანიას, პოლონეთს, იტალიას, შვედეთს, დანიას, უკრაინას, რუსეთს, ისრაელს და თურქეთს. კამპანიის ღირებულება 65 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ერთ თვეში Tripadvisor-ს 340 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. გარდა ამისა, პორტალზე შესაძლებელია ხუთ მილიონზე მეტ სასტუმროზე, რესტორანსა და ღირსშესანიშნაობების შესახებ გამოხმაურებებისა და მოსაზრებების გაცნობა. პორტალი მსოფლიოს 45 ქვეყანაში მუშაობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები