პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი - ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა

21.04.17 17:15


უნგრეთი ეხმარებოდა საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღებაში და ყოველთვის გააგრძელებს მის მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთი ყოველთვის ენთუზიაზმით უდგება ევროკავშირის გაფართოვების საკითხს.

„ევროკავშირის კარი ყოველთვის უნდა იყოს ღია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაუახლოვდნენ ევროკავშირს. უვიზო მიმოსვლის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ საქართველოდან სტუდენტები გამოიყენებენ ამ თავისუფლებას. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს ხორციელდება“,- განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, უნგრელები, ყოველთვის გააგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა“,- განაცხადა ორბანმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები