პოლიტიკა

პრეზიდენტი: გვჯერა, საქართველო ყველა პირობის შესრულებისთვის ვიზალიბერალიზაციის ჯილდოს მიიღებს

07.06.16 14:45


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ყველა პირობის შესრულებისთვის ვიზალიბერალიზაციის ჯილდოს მიიღებს და ქვეყნის საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის – ევროკავშირის წევრი.

”ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს გვინდა, არის ის, რომ ჩვენი კულტურით ევროპელები ვართ. ჩვენ გვჯერა თამაშის იმ წესების, რომელსაც აქ იცავენ. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ, როდესაც ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრები გავხდით და მოგვცეს მკაფიო ნიშანი იმის, რომ საქართველო მეტს მიიღებდა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ბევრი ვიმუშავეთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამეთ მთლიანად საზოგადოებამ. გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ამ ჯილდოს მივიღებთ და საქართველოს საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება.

ეს უსამართლობა იქნება და შეეწინააღმდეგება იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ერთმანეთს აღვუთქვით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის გამოსვლის თარგმანს ”რუსთავი 2” ავრცელებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები