ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთიმაგალითის შესახებ “ბონდო არველაძე” ნაწილი 4

25.04.17 17:15


კულტურა. მთელი ეს ძალდატანება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებზე, მათი საოცრად დამახინჯებული სახით წარმოდგენა ტოკარსკის სჭირდება დამატებითი მიზნებისა¬თვის, რომლებსაც მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო. აქამდე ითვლებოდა, რომ ტაო-კლარ-ჯეთის არქიტექტურა არის ქართული არქიტექტურის ორგანული ნაწილი, ტოკარსკი ცდილობს უკუაგდოს მეცნიერებაში მტკიცედ დამკვიდრებული წარმოდგენა; თუმცა, აქ გაბედულება ღალატობს, თითქმის სულ ლაპარაკობს მეცნიერი მუშაკისათვის უღირსად – გადაკვრითა და ქარაგმულად, მაგრამ მკითხველს მომაბეზრებლად უნერგავს სავსებით გარკვეულ აზრს.

როცა ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის ორიგინალობის ყალბ დამცველად გამოდის (...„სახელოვანი ტაოს კურაპალატის მფარველობით მის სამფლობელოებში X საუკუნეში შეიქმნა თვითმყოფადი არქიტექტურული სკოლა, რომელმაც თვალ¬საჩინო ხუროთმოძ-ღვრები მოგვცა”, ან „სომხეთისა და საქართველოს არქიტექტურის შესწავლისას არ შეიძლება არც ჩვენთვის საინტერესო მხარეთა ძეგლების იგნორირება, არც ერთ-ერთი ამ ქვეყნის არქიტექტურისათვის მიწერა მხოლოდ სახელმწიფო კუთვნილების ფაქტის მიხედვით” (გვ. 202-203), თანდათანობით იკრებს რა გაბედულების რაღაც ელემენტებს, ტოკარსკი ჭრის მის მიერვე მოგონილი ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის თვითმყოფობის ფესვებს და თავისი საქმის დასრულებას ცრუმეცნიერების მომავალ მსახურთ ანდობს, რომლებმაც ტოკარსკის დამოწმებისას, პირადად თავიანთი მხრიდანაც უნდა დაუმატონ რაიმე.

203-ე გვერდზე ტოკარსკი წერს: „იქ, იშხანში, VII საუკუნეში, სომხურ გარემოში ჩაისახა და პირველად განხორციელდა ზვარტნოცის, სომეხ ხუროთმოძღვართა ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილების, იდეა”. თვით იშხანის ტაძრის თაობაზე ამბობს: “ტაძარი იშხანში, აგებული VII საუკუნეში სომეხი კათალიკოსის ნერსეს აღმაშენებლის მიერ სომხურ საპატრიარქო ტახტზე მის აღსაყდრებამდე, პირველად განახლდა IX საუკუნეში ცნობილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, საბას (საბანის) მიერ. საფუძველი არა გვაქვს საბას ღონისძიებებში ისეთი ძირფესვიანი გადაკეთება დავინახოთ, რის შედეგადაც მრგვალი ტაძარი ჩვენს დღეებამდე შენონახულ ჯვრისებრ ტაძრად გადაქცეულიყო... საბას დროს იშხანში სამშენებლო სამუშაოების მიზანი იყო მხოლოდ ტაძრის ისეთ მდგო¬მარეობაში მოყვანა, რომ მასში ღვთისმსახურება შეძლებოდათ. X საუკუნის შუა წლებისათვის ნერსეს ნაგებობა უკვე იმდენად იყო დანგრეული, რომ აზრი არ ჰქონდა მის აღდგენას, და დავითის დროს მის ადგილზე ახალი ტაძარი აშენდა... რომლის საკურთხეველში ძველი აფსიდის კოლონადა შევიდა” (გვ. 205-206)... და რომ ამ ახალი მშენებლობის ამოცანა თითქოს ის იყო, რომ „ოშკის ტიპის საფუძველზე ახალი ტაძარი აშენებულიყო, ამავე დროს შენარჩუნე¬ბულიყო ძველი აფსიდა” (გვ. 207)... ბანის სახელგანთქმულ ტაძარზე, რომელიც, ტოკარსკის აღიარებით, ქართველი მეფის ადარნასე II-ის მიერ იყო აგებული (გ.ნ. ჩუბინაშვილის ამ ძეგლს VII საუკუნეს მიაწერს), უფრო ადრე ითქვა, რომ ის ძირითადად იმეორებს ზვარტნო¬ცის სქემას სწორედ იმავე ძველი იშხანის ეკლესიის მიბაძვით, საიდანაც გამომდინარეობს ზოგადი დებულება: „ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ უკვე იშხნში ჩაეყარა საძირკველი ერთი-ორი ათწლეულით გვიან ზვარტნოცში განმეორებულ იმ ახალ გაბედულ კომპოზიციას, რომლის შექმნის პატივი უცილობლად ნერსესთან მომუშავე სომეხ ხუროთ-მოძღვრებს ეკუთვნის” (გვ. 98-99), ესე იგი, თუ უფრო გარკვევით ვიტყვით, ეს ნერსესთან, ტაოს მკვიდრთან მომუშავე სომეხ ხუროთმოძღვრებს შეუქმ¬ნიათ აქ, იშხანში, VII საუკუნის დასაწყისში, ახალი გაბედული არქიტექტურული კომპოზიცია. ხახულის სახელგანთქმული ტაძრის შიდა კედლების სუფთა თლის ფაქტთან დაკავშირებით, ტოკარსკის უჩნდება შეკითხვა: „ხომ არ იყო ხახულის ეკლესია აშენებული თავდაპირველად (მაინც როდის? ხახული ხომ, თვით ტოკარსკის განცხადებით, X საუკუნის ბოლოსაა აგებული – ს.ჯ.) იმ ანტიქალკედონელ სომეხთათვის, რომლებიც არ ცნობდნენ ხატებსა და, მაშასადამე, მოხატუ¬ლობას, მსგავსად იმისა, თუ როგორ შენდებოდა სომხეთში ქალკედონური ეკლესიები” (?! – ს.ჯ.) (გვ. 212). ამრიგად, ტაოში სომეხ-ქალ¬კედონელთა გარდა, კიდევ აღმოჩნდებიან სომეხი – ანტიქალკედონელები, ესე იგი, ისეთივე სომხები, როგორიც თვით სომხეთში ცხოვრობ¬დნენ. ტოკარსკი აქ სდუმს იმაზე, რომ ტაძრები შიდა კედლების სუფთა თლით საქართველოს მრავალ სხვა რაიონშიც მოიძევება.

ყველაფერ ამას შემდეგი მტკიცებები აგვირგვინებს: ... „ძირითადი მიმართულებები, რომლებითაც ხდებოდა არქიტექ¬ტურული აზრის განვითარება საქართველოსკენ მსწრაფი დავითის სამფლობელოებსა და ბაგრატიდთა სამეფოში, ერთ¬მანეთს ემთხვეოდა; მათი ოსტატები, ალბათ, მეგობრულად, მხარდამხარ მუშაობდნენ. კედლებისა და გუმბათების მორთულობაში მთავარ როლს ასრულებს ნახევარსვეტები და თაღებიანი პილასტრები, რომელთა ისტორია ჯერ კიდევ ნერსესის ნაგებობებიდან იწყება. ერთნაირია ფანჯრების შემკულობის ხერხებიც... იმავდროულად ჩნდება აფრების თავისებური მოპირკეთება... X საუკუნის მეორე ნახევრის ტაოს არქიტექტურული სკოლა შეიქმნა იმ პირობებში, როცა სომეხი მოსახლეობის დიდი ჯგუფი აღნიშნული მიზეზებით საბოლოოდ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანიზმად; და, თუმცა ის მკვიდრი მოსახლეობის გაქართველების მიმდინარე პროცესის გამო უკვე მიილტვოდა ჩამოყალიბების გზაზე დამდგარი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოსაკენ, მოსახლეობის ძირითადი მასა, მიუხედავად სარწმუნოებრივი განსხვავებისა, ჯერ კიდევ მრავალი ძაფით უკავშირდებოდა თავის თანამემამულეებს” (გვ. 213).

აქ მკითხველმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ „ბაგრატიდების სამეფო” ტოკარსკისთან აღნიშნავს საკუთრივ სომხეთს, შემდეგ ერთ ლოგიკურ ჯაჭვად შეკრას ჩვენ მიერ წინა ორ აბზაცში ამოწერილი ტოკარსკის გამონათქვამები და მისთვის სრულიად აშკარა გახდება მაღალპრინციპულ მეცნიერებაში ისტორიული სიმართლის დამახინჯების ეს უპრეცედენტო შემთხვევა – მცდელობა, ერთი ეროვნული კულტურის ძეგლთა დიდი კომპლექსი მეორე ეროვნული კულტურის ძეგლებად გაასაღოს.

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ტოკარსკის ვარაუდების და მოსაზრებათა ამ თავშე¬საქცევ გარდაქმნებს. ადრე გვიმტკი¬ცებდნენ, რომ ტაო-კლარჯეთის მოსახლეობას საქართვე¬ლოსთან მხოლოდ სარწმუნოება აკავშირებდა – აღმოსავლური მართლმადიდებ¬ლობის საერთო ერთგულება; რომ რჯულის ეს ერთიანობა ტაო-კლარჯეთის სომხობას დენაციონა¬ლიზაციის პროცესის გაძლიერებითა და დაჩქარებით ემუქრებოდა; რომ ამ საფრთხის საპირისპიროდ დავით კურაპალატმა თითქოს ხელი აიღო თავდაპირველ განზრახვაზე, თავისი სამფლობელოები ბაგრატ III-თვის გადაეცა, რომელიც თვითონვე გამოაცხადა გაერთიანებული საქართველოს მეფედ; რომ სარწმუნოებაში განსხვავება ხელს უშლიდა ტაო-კლარჯეთის სომხებს ერთ სახელმწიფოში ეცხოვრათ დანარჩენ სომხებთან ერთად. ახლა კი ირკვევა, რომ „დავითის სამფლობელოები” მაინც მიილტვოდნენ საქართვე¬ლოსკენ” და ეგ კი არა, მიილტვოდნენ ჩამოყალიბების გზაზე მდგარი გაერთიანებული ქართული სახელმწი¬ფოსაკენ”, რაიმე სხვა მიზეზით კი არა, არამედ სწორედ „მკვიდრი მოსახლეობის გაქარ¬თველების პროცესის გამო”; რომ ტაო-კლარჯეთის „ძირითადი მასა”, სომხური მასა, რომელიც სარწმუნოებრივმა განსხვავებამ აიძულა „საბოლოოდ გამოყოფი¬ლიყო დამოუკი-დებელ სახელმწიფო ორგანიზმად”, მაინც „მიუხედავდა სარწმუნოებაში განსხვავებისა, კვლავ მრავალი ძაფით იყო დაკავშირებული თავის თანამემამუ¬ლეებთან”, და დაკავში-რებული იყო ისე მაგრად, რომ მაგა¬ლითად, ტაძრების ტაო-კლარჯეთელი და საკუთრივ სომეხი მშენებლები, იმ ტაძრებისა, რომლებსაც ყველაზე ახლო დამოკიდებულება სწორედ რჯულის საკითხებთან ჰქონდა, მუშაობდნენ მეგობრულად, ხელიხელჩაკიდე¬ბულნი, მაშინ როცა ერთმორწმუნე საქართველოს ოსტატებთან, საქართვე¬ლოსი, რომლის¬კენაც მათი სამშობ¬ლო მიილტვოდა კიდეც, მათ არ ჰქონდათ შეხების არავითარი წერტილები; რომ, დაბოლოს, ტაო-კლარჯეთის სომხებს შეეძლოთ, კაცმა რომ თქვას, არც გამოყოფი¬ლიყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანიზმად, რადგან სარწმუნოებაში მათი განს¬ხვავება აქ ერთობ შეზღუ¬დულად უნდა გავიგოთ, რამდენადაც ტაო-კლარჯეთის მოსახ¬ლეობის შემადგენლობაში ტოკარსკიმ გამოააშკარავა რჯულის თვალსაზრისით უკვე წმინდა სომხური მძლავრი ფენები, რომლებიც არანაირად არ განსხვავდებიან სომხეთის ცენტრა-ლური რაიო¬ნების მოსახლეობისაგან – სომეხ-ანტიქალკედო¬ნელებისაგან, რომელთათვისაც, თურმე, შენ¬დე¬ბოდა კიდეც ტაო-კლარჯეთის უდიდესი და საუკეთესო ეკლესიები; ოღონდ ავტორის ძირითადი იდეა აქ უკვე სრულად არის გამოხატული. აი, რისთვის იყო საჭირო ეს დაუს¬რულებული გაბმული საუბარი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიულ და ეთნიკურ კუთვნილე¬ბაზე. ამისთვისვე იყო კიდეც საჭირო ექვსიდან ერთი თავი წიგნისა „ძველი სომხეთის არქიტექტურა” მიძღვნილიყო სპეციალურად „X საუკუნის ტაოს არქიტექტურული სკოლი¬სათვის!”.

ამის შემდეგ როგორღა უნდა გაისმას მკითხველისათვის ტოკარსკის შემდეგი ფრაზა, დამაბოლოებელი თავისა, „X საუკუნის ტაოს არქიტექტურული სკოლა”, რომლის ბოლო აბზაცები ზემოთ იყო ციტირებული; „იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ X და XI საუ-კუნეების ამიერკავკასიის არქიტექტუ¬რული ფორმების განვითარების გზები, საჭიროა სიყვარულით, წინასწარ აკვიატებული მიზანდასახულობის გარეშე, გავყვეთ ყველა იმ ძვირფას ძაფს, რომელთაგანაც შეისკვნა ჭოროხის აუზში „საერთო კავკასიური ინტერესების გაუხსნელი კვანძი” (მარი)” (გვ. 214). განა შეიძლება წარმოვიდგინოთ უფრო არასწორი, უფრო ბოროტი, უფრო წინასწარ აკვიატებული და ცალმხრივი გახსნა ამ ყბადაღებული „გაუხსნელი კვანძისა?”
იმ არასპეციალისტ მკითხველის პატივისცემიდან გამომ¬დი¬ნარე, ვინც მოკლებულია სპეციალური ტრაქტატების კითხ¬ვის შესაძლებლობას, თვალი გავადევნოთ ზოგიერთ, ჭეშმა-რიტად ძვირფას ფაქტს ტაო-კლარჯეთის მხარის არქიტექ¬ტურისა და, მთლიანად, კულ-ტურის ისტორიიდან. ყველა ქვეყნისა და ხალხის არქიტექტურის ძეგლთა მკვლევარები თავიანთი მასალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ძველ ნაგებობათა წარწერებში ხედავენ. ეს წარწერები ისტორიის დოკუმენტურ წყაროებს მიეკუთვნება. ისინი ძალიან ხშირად გვატყობინებენ შენობების აღმართვის დროის, პიროვნების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობისა და მშენებელ¬თა განზრახვის შესახებ, იძლევიან მითითებებს იმ კულტუ-რულ წრეზე, რომელსაც მოცემული ძეგლი მიეკუთვნება და ასე შემდეგ. ტოკარსკი ყრუდ ახსენებს ტაო-კლარჯეთის ძეგლთა წარწერებს, საერთოდ არ იყენებს მათ, და მხოლოდ ოშკის წარწერებზე ლაპარაკობს გაკვრით, თან მის შინაარსს არაზუსტად გადმოგვცემს.

მიუხედავად მხარის ტრაგიკული ისტორიისა, რომელიც აგერ უკვე ოთხ ასწლეულზე მეტია, რაც თურქების ხელშია, ტაო-კლარჯეთის ძეგლებმა ჩვენს დღეებამდე ცოტა ძველი წარწერა როდი შემოგვინახა. მათი შეკრება ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო, როცა ცნობილმა სომეხმა გეოგრაფმა ალიშანმა ქართულწარწერიანი დიდი ეკლესია აღწერა ჩანგლში (ჩილდირის რაიონი). შემდეგ ამ საქმის ერთ-ერთ პიონერად მოგვევლინა სწავლული სომეხი ბერი, ვენეციაში მხითარისტთა საძმოს წევრი, ნერსეს სარგისიანი. იგი თავის ამოცანას, ტოკარსკისაგან განსხვავებით, მართლაც რომ გულიანად მოჰკიდებია. სარგისიანი დარწმუნდა, რომ მის მიერ ათი წლის (1843-1853 წლები) განმავლობაში შეგროვე¬ბული ყველა წარწერა შესრულებულია ქართულ ენაზე, რომელსაც არასაკმარისად ფლობდა. სწავლულმა ბერმა, იმავე ალიშანის დახმარებით, თავისი მასალა პეტერბურგში გაუგზავნა იმ დროის ცნობილ ქართველოლოგს, აკადემიკოს ბროსეს, საკუთარი ძალებით გამოაქვეყნა წარწერების ასლები ჟურნალში „ბაზმავეპი” (1863-64 წლები). ბროსეს გამოცემის გარდა, ჩვენ ახლა ხელთა გვაქვს ტაო-კლარჯეთის ეპიგრაფიკული მასალის სხვა პუბლი¬კაციებიც – აკადემიკოს ნ. მარისა,38 პროფესორ ე. თაყაიშვილისა39 და სხვათა.

ბანაში სახელგანთქმული ტაძრის ქართულ წარწერებზეც რომ არაფერი ვთქვათ, ტაძრისა, რომელიც, ცნობილი გერმანელი მეცნიერის კოხის სიტყვებით, აია-სოფიას შემდეგ საუკეთესო ნაგებობაა მთელ ახლო აღმოსავლეთში და თვით ტოკარსკის მიერაც ქართველი მეფის ნაშენებად არის აღიარებული (საყურადღებოა, რომ ბანას შიდა კედლებზე, ბათქაშის ჩამოქცევის შემდეგ, აღმოჩნდა დამატებითი ლაპიდა¬რული ქართული წარწერები და აქ ცალკეულ ქვებსაც კი ოსტატთა ნიშნები აზის ქართული ასოების სახით), მის მიერ დასახე¬ლებულ ყველა დანარჩენ ძეგლზეც მხოლოდ ქართული წარწერებია. ისინი მოგვითხრობენ, რომ ეს დიდებული შენობები ქართველ მშენებელთა მიერაა აღმართული ქართული მრევ¬ლისათვის. იგივე წარწერები ძალზე მნიშვნელოვან, ხშირად – პირდაპირ ქრონოლოგიურ მინიშნებებს გვაწვდის მშენებლობის დროზე.

ასე მაგალითად, ოშკის მშვენიერი წარწერა გვამცნობს, რომ ეს ტაძარი აგებულია ადარნასე კურაპალატის მეფობისას, მისსავე სახსრებითა და ერისთავთ-ერისთავ ბაგრატისა და მაგისტროს დავითის თაოსნობითა და ზრუნვით. აკადემიკოსი ბროსე ფიქრობს, რომ ესენი არიან ადარნასე II და მისი ძენი, – მაშინ ნაგებობა თარიღდება 888-923 წლებით. აკადემიკოს ჯავახიშვილის აზრით კი, წარწერა გულისხმობს ადარნასე III-სა და მის შვილებს, და მაშინ ოშკის აშენების დრო 958-961 წლებს მიეწერება (ამჟამად ოშკის ტაძრის მშენებლობის წლები ზუსტად არის დადგენილი: 963-973 წწ.) (ბ.ა). უნდა მივუ¬თითოთ, რომ წარწერა ხუროთ¬მოძღვარ გრიგოლსაც ასახელებს, რომლის რელიეფური გამოსახულება, პროფესორ თაყაი¬შვილის ცნობით, აგრეთვე შემონახულია.

„ხახული არის დავით კურაპალატის მიერ აშენებული ნაგებობა”, მისი სახელი, როგორც ჩანს, მოიხსენიება კიდეც ამ ძეგლის ცუდად შემონახულ ქართულ წარწერებში.

იშხნის წარწერები მოწმობს, რომ ამ დიდი არქიტექ¬ტურული ანსამბლის აშენებასა და გადაკეთებაში მონაწილეობ¬დნენ: 1006 წელს მეფეთ-მეფე გურგენი, დავით კურაპალატის გარე ბიძაშვილი და მემკვიდრე ტაოს მფლობელის სახით. იშხნის მთავარეპისკოპოსი ანტონი, ტაძრის სრული რესტავრა¬ციის ინიციატორი 1032 წელს, გაერთიანებული საქარ-თველოს მეფისა და ზემოხსენებული გურგენის შვილთაშვილის ბაგრატ IV მეფობაში, ოსტატი ივანე მორჩაის ძე და სხვანი; თუ ტოკარსკი იშხნისა და ქუთაისის ტაძრებს შორის საერთო თვისებებს ნახულობს, ამაში არაფერია არაჩვეულებრივი: გარდა იმისა, რომ ეს ერთი და იგივე კულტურის ძეგლებია, ტაძრები ერთსა და იმავე დროსაა აშენებული (ქუთაისის ტაძრის იატაკი 1003 წელსაა დაგებული), ერთი და იმავე სახლის წარმომადგენელთა მიერ.

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები