ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთიმაგალითის შესახებ “ბონდო არველაძე” ნაწილი 5

25.04.17 20:05


ტბეთის ეკლესიის მრავალრიცხოვანი წარწერები ახსენებს, სხვათა შორის, ხუროთ-მოძღვარ შახბუზა თათუხაძეს.

წარწერებით არანაკლებ მდიდარია ფორთა (შატბერდი). ამ წარწერებში ნახსენებია ხუროთმოძღვარი აბესალმა კლდელი ამხანაგებთან ერთად.

ოპიზაში მოიხსენიება მისი მეორე მშენებელი აშოტ კურაპალატი, რომლის რელიე¬ფური გამოსახულება, აგრეთვე, შემონახულია.42 ტოკარსკის განცხადება, თითქოს ოპიზა და ფორთა აშენებულია „ალბათ, უკვე დავითის სიკვდილის შემდეგ” (1001), მონაგონია, აუცილებელი იმისათვის, რომ თავისებურად დაასაბუთოს მომდევნო ასწლეულში მარმაშენსა და ცხკონქში აგებული სომხური ეკლესიებიდან „ქოლგისებრი” სახურავის სესხე-ბის ფაქტი. ამ მხარის სხვა ნაგებობათა უმრავლესობა, აგრეთვე, დაფარულია ქართული და მხოლოდ ქართული წარწერებით.

საკითხავია, განა შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი საკით¬ხის გადაჭრისას, როგორიც არის მთელი არქიტექტურული სკოლის ეროვნული კუთვნილების საკითხი, ანგარიში არ გაეწიოს ხალხის სულიერი ცხოვრების სხვა მხარეებს, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ყველა დანარჩენ ძეგლს? ამასთან, კარგად ცნობილია, რომ IX-X საუკუნეების ტაო-კლარჯეთი საერთოდ გახლდათ ქართული განათლების, ლიტერატურისა და ხელოვნების გავრცელების მთავარი კერა. ტაო-კლარჯეთის უდიდეს კულტურულ ცენტრებს შორის დავასახელოთ: ოპიზა, – აქ იღვწოდნენ ცნობილი მოღვაწენი მიქელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი და სხვანი, 973წელს შესრულდა ოთხთავის ქართული თარგმანის ერთ-ერთი მნიშვნე¬ლოვანი ნუსხა;

შატბერდი, – აქ, დაახლოებით 973 წელს, გადაიწერა ერთ-ერთი უძვირფასესი ძველი ქართული მანუსკრიპტული კრებული, „შატბერდის კრებული”, აქვე გაკეთდა ოთხთავის ქართული თარგმანის ნუსხები: ადიშისა - 897 წელი: ჯრუჭისა - 936 წელი: პარხლისა, იოანე ბერასი - 973 წელი და სხვანი: ოშკში 978 წელს გადაწერილია ძველი ქართული ლიტერატურის ფასდაუდებელი ძეგლი. ბიბლიის ქართული თარგმანის სრული ტექსტი („ოშკის კოდექსი”), 977 წლით დათარიღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელნაწერი და სხვები; ტბეთში მოღვაწეობდა X საუკუნის პირველი მეოთხედის ცნობილი მწერალი სტეფანე მტბევარი და ბევრი სხვაც; ხახულის მოღვაწეთაგან ცნობილია იოანე ხახულელი „ოქრო¬პირად” წოდებული; პარხალშია გადაწერილი „მრავალ¬თავი” და სხვები; იშხანში მუშაობდნენ ილარიონ იშხნელი და სხვები, აქ დუღდა და გადმოდუღდა ლიტერატურული მუშაობა, ისევე, როგორც ხანძთაში, წყაროსთავში და სხვაგან. ტყუილად კი არ იწოდებოდა იმ ხანებში ეს მხარე „ქართულ სინად”; აქ ცხოვრობდნენ და შრომობდნენ ქართული ფეო-დალური საზოგადოებრიობისა და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები – გრიგოლ ხანძთელი (VIII საუკუნე – IX საუკუნის პირველი ნახევარი), სერაპიონ და ბასილ ზარზმე-ლები, გიორგი მერჩულე, არსენ საფარელი, დაჩი, გრიგოლ ოშკელი, ცნობილი ჰიმნოგრაფები იოანე მტბევარი, მიქელ მოდრეკილი (ოშკიდან), იოანე ქონქოზის ძე და სხვები, აქედან იყვნენ წარმოშობით ათონის ქართული ლავრის სახელგან¬თქმული მოღვაწენი – ბარდა სკლიაროსის დამმარცხებელი თორნიკე, იოანე და უკანასკნელის ვაჟი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი ეფთვიმე იბერიელი, ან ათონელი. აქ შეიქმნა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის ისეთი ბრწყინვალე ძეგლები, როგორიც არის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, „გობრონ-მიქაელის ცხოვრება” და სხვათა. დავით III კურაპალატი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და გულუხვი მფარველი მთელი ამ კულტურული მოღვაწეობისა. ჩვენ ახლა ვიცით ერთი შესანიშნავი ქართველი ოქრომჭედლის, დავითთან მომუშავე ასათის სახელიც; აქედანაა გამოსული ცნობილი ცაგერის ჯვარიც ქართული წარწერებით, რომელიც იშხნისათვის შეუკვეთია ილარიონ იშხნელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ არის არავითარი მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლეოდეს IX-X საუკუნეების ტაო-კლარჯეთის ქართული კულტურის მოღვა¬წეთა ამ ბრწყინვალე პლეადას დავუპირისპიროთ რომელიმე სხვა ეროვნულ-კულტურული წრის ადგილობრივი წარმომადგენლის თუნდაც ერთი სახელი!

შეიძლებოდა თუ არა გვქონოდა ტოკარსკის ობიექტურობის იმედი კავკასიაში არსე-ბული ურთიერთობების საკითხში, თუნდაც იმ შემდგომი ეპოქისათვის, როცა, მისი სიტყვე-ბით, „სომხეთი შევიდა განვითარების ახალ სტადიაში საქართველოს თითქმის ნომინალური მფარველობით, რომელსაც ახორციე¬ლებდნენ ახალგაზრდა სომხური თავადური გვარის წარ-მომად¬გენლები, ძმები ივანე და ზაქარია დოლგორუკები, რომლებსაც ქართულ სამეფოში მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ” (გვ. 219). ამ „ობიექტურობის” დასახასიათებლად საკმა¬რისია ჩავუკვირდეთ მხოლოდ ერთ, ახლახან ციტირებულ ფრაზას, რომლითაც ლამობენ იმ დროის არა მარტო პოლი¬ტიკურ ურთიერთობათა გამოხატვას. ამგვარად, საქართვე¬ლოზე სომხეთის დამოკიდებულება ამოი¬წურება „თითქმის ნომინალური მფარველობით”, და ამ მფარველობას „ახორ¬ციელებს” დოლგორუკების” „ახალგაზრდა სომხური თავადური გვარი”.

ცხადია, აგრეთვე, რომ ტოკარ¬სკის აზრით, ამ სომეხმა თავადებმა, ესე იგი, სომხეთის მმართველებმა,43 „ვისაც ქართულ სამეფოში მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ”, ესე იგი, თვით ქართული სახელ¬მწიფოს შინაურ საქმეებზე დიდი ფაქტობრივი გავლენა ჰქონდათ, სომხეთზე საქართველოს გავლენა, კაცმა არ იცის, როგორ, „თითქმის ნომინალურად” უნდა ექციაო. ჩვენ რომ არ ვაჭარბებთ, ეს შეიძლება დავინახოთ სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის იმავე ისტორიის ინსტიტუტის სხვა გამოცემიდანაც „სომეხი ხალხის ისტო¬რიიდან” (ერევანი, 1944 წელი), სადაც ვკითხულობთ: „სარგის ზაქარიანის (ტოკარსკისთან დოლგორუკის შეესაბამება – ს.ჯ.), ერთ-ერთ ძეს, ზაქარეს, თამარის დროს ამირსპასალარის, ესე იგი საქართველოსა და სომხეთის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობა ეჭირა, მეორე ძეს, ივანეს კი – ათაბაგის, ანუ სახელმწიფო მეურვისა” (გვ. 1 74) (ხაზგასმა ჩვენია – ს.ჯ.), ამრიგად, თვით ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა მთავართა დოლგორუკთა მეურვეობისა და მფარველობის ქვეშ“.

უწინარეს ყოვლისა, „Долгорукие”-ბის შესახებ (მხოლოდ ასე იწოდებიან ისინი ტოკარ-სკის წიგნში – ს.ჯ.). ძმები ზაქარია და ივანე (უკანასკნელი უმცროსი გახლდათ) იმ ქართული აზნაურული დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც მხარგრძელის საგვარეულო სახელს თაობიდან თაობაში ატარებდა. ეს წმინდა ქართული სახელი რუსულ თარგმანში მართლაც „Долгорукий”-ს ნიშნავს, მაგრამ ის არ უნდა ითარგმნოს ისევე, როგორც არ შეიძლება ითარგმნოს, ვთქვათ, რუსული საგვარეულო სახელები „Долгоруков და Толстой”.

მხარგრძელის სახელს ჩვენ ვხედავთ რამდენიმე სომხურ წარწერაში, მაგალითად, 1285 წლის არუჭის წარწერაში, 1300 წლის ახპატის წარწერაში და სხვებში. ოძუნის სომხურ წარწერაში ვკითხულობთ: „ღვთის ნებით მე, სუმბატმა, პოღოს ჩორენცის ვაჟმა, მონამ (აქ, რასაკვირ-ველია, „ვასალის” აზრით, – ს.ჯ.) დიდი ივანე მხარგრძელისა44 და სხვა. ამგვარად, “Долго-рукий”- გამოგონილი ფორმაა, ზაქარიანი კი – უბრალოდ კურიოზი.

ზაქარია და ივანე მხარგრძელებისა და მათი შთა¬მომავლების სამფლობელოები სომხეთში – ეს იყო ჩვეუ¬ლებრივი ფეოდალური ნაწყალობევი მიწები, იმ ქართველ მეფეთაგან მიღებული, რომლებმაც სომხური მიწები ბრძოლით დაიბრუნეს გადამთიელ დამპყრობელ¬თაგან, ძირითადად – თურქთაგან. მხარგრძელთა საკუთარი სამამულო სამფლო¬ბელოები საქართველოში მდებარეობდა. მხარგრძელების ეროვნული თვითშეგნება, აგრეთვე, უდავოდ არის დამოწ¬მებული პირველწყაროებით, რომლებიც აქაც კვალდაკვალ ასდევნებია ჩვენს მარცხიან ავტორს. ქართული ცნობები გვერდზე გადავდოთ და ყურადღება მივაპყროთ სრულიად ობიექტური მოწმის – საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო IX-ის ელჩის, რუბრუ¬კვისის ჩვენებას. მონღოლთა ყაენისაგან დაბრუნებისას, 1255 წელს, რუბრუკვისმა გზად შეიარა შანშე მხარგრძელთან, ზაქარიას ძესთან, მის ერთ-ერთ მამულში, ცენტრალურ სომხურ რაიონში. ამ ვიზიტის აღწერისას და შანშესთან თავისი საუბრების შინაარსის გადმოცემისას, რუბრუკვისი ახასიათებს მასპინძელს, როგორც „ოდესღაც ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ქართველს, ახლა თათრების მოხარკეს. მამამისმა, სახელად ზაქარიამ, შეიძინა სომეხთა ეს მიწა, დაიხსნა რა ისინი სარკინოზებისაგან”.

პოლიტიკურ ურთიერთობათა ხასიათში გასარკვევად, ისევ და ისევ დოკუმენტურ მასალას მივმართოთ, ამჯერად უკვე სომხეთის ცენტრალური რაიონებიდან. ცნობილია, რომ XIII საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულისათვის მონღოლებმა მოასწრეს ქართული სამეფოს მთელ აღმოსავლეთ ნაწილზე გაბატონება, კერძოდ, რა თქმა უნდა, საკუთრივ სომხურ ტერიტორიებზეც. თითქოსდა, ახალ პირობებში ადგილობრივ სომეხ მფლობელ მთავრებს, ოღონდ თუკი ისინი საერთოდ იყვნენ, შეიძლება გასჩენოდათ მიდრეკილება უშუალოდ ყოფილიყვნენ დამოკიდებული მონღოლთა ყაენზე, რასაც ყაენის მხრივ მხოლოდ თანაგრძნობა და მხარდაჭერა უნდა დახვედროდა. სინამდვილეში კი, ჩვენ სრულიად საპირისპირო ტენდენციას ვამჩნევთ: სომხეთი აგრძელებს საქართველოსკენ ლტოლვას და ძველი კავშირები საუკუნეებს უძლებს. როგორი იყო ეს კავშირები?

უკვე XI საუკუნის დასაწყისში, ობიექტურად შექმნილი არაერთი ისტორიული გარემოების ძალით, სომხეთი ერთობ მძიმე მდგომაროებაში იმყოფებოდა დიდ საშიშროებათა წინაშე –¬ სულ უფრო მზარდი ბიზანტიური აგრესია, ერთი მხრივ, და მოახ-ლოებული თურქ-სელჯუკთა შემოსევები, მეორე მხრივ – მრავალრიცხოვანმა წვრილ-წვრილმა სომხურმა სამეფოებმა და სამთავროებმა არამცთუ ვერ შეძლეს გაერთიანება, არამედ დაქუცმაცებას განაგრძობდნენ; ასე მაგალითად, ოციანი წლების დასაწყისში მოხდა შირაკის სამეფოს (დედაქალაქით ანისი) – ამ საერთოსომხური საზოგადოებრივ-პოლიტი-კური და კულტუ¬რული ცხოვრების შუაგულის – ახალი დაყოფა. მომდევნო ორ ათწლეულში სომხურ სახელმწიფო წარმონაქმნთა უმრავლე¬სობამ, მათ რიცხვში სომეხ ბაგრატიდ-ბაგრატუნთა ანისის სამეფომ, სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა. სომხური რაიონების დიდი უმეტესობა ბიზანტიის იმპერიის ხელში გადავიდა.

ამ პოლიტიკურ კატასტროფას თან ახლდა სომხების მასობრივი გადასახლება მშობლიური ქვეყნიდან. ემიგრაციაში წასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ და, ფაქტობრივად, მი¬დიოდნენ კიდეც, რასაკვირველია, უმთავრესად სომეხი ხალხის ზედა ფენების წარმომად-გენლები.

ამგვარად, ეს ფეოდალური საზოგადოება ხელოვნურად რჩებოდა თავის ბუნებ-რივად ჩამოყალიბებულ მოთავეთა გარეშე, და, რისი საგანგებო აღ¬ნიშვნაც მნიშვნელოვანია განვითარების ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ ვერ მოასწრო აღმოცენება ფეოდალური კლასის ისტორიულმა მემკვიდრემ. იმავე ორმოციან წლებში სომხეთში შემოსეულმა თურქთა ურდოებმა დაასრულეს სომხეთის პოლიტიკური და სამეურნეო განადგურება.

ამ დროს კი, გვერდით არსებობდა სოციალური და სულიერი კულტურით მახლობელი გაერთიანებული ქართუ¬ლი სამეფო, რომელმაც, მართალია, XI საუკუნეში რამდენიმე მძლავრი თავზარდამცემი დარტყმა გადაიტანა და გვარიანადაც შეელახა ეროვნული საზღვ-რები, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი იყო იმისათვის, რომ გადამწყვეტი წინააღმდეგობა გაეწია, ჯერ კიდევ ბაგრატ IV (1027-1072) დროს, თურქთა რაზმების პირველი გრიგალი-სებური თავდასხმებისათვის თვით სულთან ალფ-არსლანის მეთაურობით.

XI საუკუნის შუა ხანებში გაჩაღებულ ამიერკავკასიის ხალხთა შეუპოვარ ბრძოლას, თურქული მონობის წინააღმდეგ, სათავეში საქართველო ჩაუდგა. ჯერ კიდევ ბაგრატ IV-მ დაიკავა, მცირე ხნით, სომხეთის დედაქალაქი ანისი, სადაც იგი თვით ქალაქის უხუცესებმა მიიწვიეს, თუმცა, მოგვიანებით საქართველომ მტკიცედ დაიჭირა ბაგრატ IV-ის სახელგან-თქმული შვილიშვილის დავით აღმაშენებლის (1089-1125) დროს. ამის შემდეგ, თითქმის მთელ ასწლეულს გაგრძე¬ლებული სისხლისმღვრელი ომების შედეგად, ქართულმა ჯარებმა სომეხი მოსახლეობის ქმედითი დახმარებითა და სრული თანაგრძნობით, თურქები ვრცელი სომხური მიწის ლამის ყველა ტერიტორიიდან განდევნეს და ის ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში მოაქციეს. ამიერიდან, ქართვე¬ლი მეფე სომეხთა მეფეც ხდება, რაც კანონიერ გამოხატულებას ჰპოვებს მის ტიტულატურაშიც. მხარგრძელთა დროს ამ მხრივ არსებითად არაფერი ახალი არ მომხდარა. მხარგრძელების საგვარეულო სომხეთს მოევლინა იმ ფეოდალურ მპყრობელ¬თაგან ერთ-ერთის სახით, რომელთაც მიწა პირობით მფლო¬ბელო-ბაში მიიღეს ქართველი მეფისაგან. მხარგრძე¬ლებთან ერთად სომხეთში სხვა ფეოდალი-მიწათმფლო¬ბელებიც იყვნენ. ტოკარსკის მიერ განხილული მრავალ¬რიცხოვანი სომხური წარწერები სომხური არქიტექურის ძეგლებზე სწორედ ზემოთ აღწერილ ურთიერთობებს მოწმობს და სხვას არაფერს.

აი, პოლიტიკური ფორმულები, რომლებიც ახლავს სომხურ ლაპიდარულ წარწერებს შემდეგი პუნქტებიდან: 1. ახპატი (ალავერდის რაიონი), 1121 წელი: „ჟამსა მეფისა თვითმპყ-რობელისა დავით ღვთისმოსავისა და ძლევამოსილისა (დავით აღმაშენებელი, 1089-1125), გიორგის ძისა, ბაგრატის ძისა, რომელიც მეფობდა ამ მხარესა და ამ ხალხსა ზედა”. 2. ქეჩარუკი (ახტის რაიონი), 1181-1183 წლები: „ქართველთა ზედა გიორგის მეფობისას, აგრეთვე, ჩვენი მპყრობელისაც”... (გიორგი III, 1156-1184). 3. არიჭი (არტიკის რაიონი), 1201 წელი: “მე, ზაქარემ, მანდატურთ-უხუცესმა ამირ-სპასალარმა სომეხთა და ქართველთა (ძღვენი მივართვი არიჭს) ჩემი დედოფლის, თამარ მეფის (1184-1213) დღეგრძელობად”. 4. ჰოვანავანქი (აშტარაკის რაიონი), 1201 წელი: „პარონ” (ესე იგი, პატრონი – ს.ჯ.) დდოპალ (ქართული სიტყვა „დედოფალი”, „მეფის” მნიშვნელობით – ს.ჯ.), თამარის ბატონობისას”... 5. ახპატი, 1210 წელი: „მეფეთ-მეფე გიორგის ღმრთით მირონცხებული ასულის, დიდი მეფის თამარის ჟამს მე, მანდატურთა-ხუცესმა, ამირსპასალარმა შაჰინშაჰმა – ზაქარიამ, სარგისის ძემ... მეფის დღეგრძელობად და ჯანმრთელობად და ხსენებად” (შემწირველისა და მისი შინაურებისა). 6. მარმეტი, 1206 წელი: „ლაშას მეფობაში (ლაშა-გიორგი, ძე, თანამმართველი და მემკვიდრე თამარისა), ზაქარიას ამირსპასალარობაში”... 7. ორომაირი (ალავერდის რაიონი), 1216 წელი: „ლაშას მეფობისას, ზაქარიას ამირსპა¬სალარობისას”... 8. დსეღი (ალავერ¬დის რაიონი), 1221 წელი: „გიორგის, თამარის ძის მეფობისას, ათაბეგ ივანეს მთავ¬რობაში”... 9. ნორავანქი, 1223 წელი: „თამარის ძის, ლაშას მეფო¬ბისას, სომეხთა და ქართველთა ზედა შაჰინშაჰის ამირ¬სპასალარობისას და ბიძამისის ივანეს ათაბაგობისას, მოვედი მე... თავადთა თავადი ბუპაკი” (ნორავანქში და მოვიტანე ძღვენი). 10. ქალაქი ყარსი, 1234 წელი: „რუსუდანის მეფობისას (თამარის ასული, ლაშა-გიორგის მემკვიდრე, 1222-1245), ივანეს ათაბაგობაში”.

11. ყარსი, 1234 წელი... „წყალობითა მეფისა ჩვენისა რუსუდანისა ჩვენ, ყარსელმა ქრისტეანებმა, ავაშენეთ ეს კოშკები სამახსოვროდ ჩუენსა და პატრონისა ჩუენისა”. 12. ყარსი, 1236 წელი: ... „მეფეთა მეფისა თვით¬მყრობელისა რუსუ-დანისა”... 13. ორომოსი, 1246 წელი: „სომეხ¬თა და ქართველთა ზედა მეფობაში დავითისა (დავით VI, ნარინი, ძე), თანა¬მმართველი და მემკვიდრე მეფე რუსუდანისა, 1230-1293) და სპასალარობაში შაჰინ¬შაჰისა, ძისა დიდი ზაქარიასი”... 14. ხო¬რაკერტი, 1252 წელი: „მეფობაში დავითისა” (დავით VII, ულუ, ძე ლაშა გიორგისა, დავით ნარინის თანამმართველი 1247 წლიდან). 15. არუჭი (აშტარაკის რაიონი), 1285 წელი: „ფა¬დიშა¬ჰობაში არღუნ-ყაენისა (ილხანი, ირანის მონღოლი მბრძანე¬ბელი), მეფობაში დემეტრესი, პატრონობაში სპასალარ მხარ¬გრძელისა, ძმისა ივანესი, ძისა დიდი შაჰინშაჰისა, მე, მაკლი, ძე აღა-ხუსანისა, ჩამოვედი მამაჩემის მიერ მონაგარ სოფელში არუჭში. 16. მარდა, 1285 წელი: „ჯვარი ესე აღმართულია თათართაგან შევიწროებებისა და სიმწრის დღეებში, მეფობაში დემეტრესი, დავითის ძისა, პატრიარქობაში ბატონი ოჰანესისა” (მღვდლის თომას და მისი ძმის ტირაცუს მიერ). 17. ავანი (კოტაიქის რაიონი), 1285 წელი: „გამგებლობაში მეფეთ მეფისა არღუთისა (ილხანი, ირანის მონღოლი მბრძანებელი), მეფობაში ქარ¬¬თველებსა და სომხებზედა დემეტ¬რესი”... 18. სურბ-კირაკი, 1286 წელი: “(გამგებლობაში) არღუნისა, მეფობაში დემეტ¬რე¬სი...”

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები