პოლიტიკა

ჯონ კირბი - აშშ აგრძელებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას

30.04.16 15:15


აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აშშ კვლავ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ჩვენ ვაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები