ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4444 ლარი გახდა

25.04.17 22:15


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4444 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4444 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4100 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0344 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6590 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6161 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0429 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები