ეკონომიკა

საქართველოს "ინტერ რაოსთან" შეთანხმების იმედი აქვს

26.04.17 15:15


ქართული მხარე რუსული ენერგოჰოლდინგის, „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიასთან საინვესტიციო დავის საკითხზე გამართული კონსულტაციების პოზიტიური შედეგებით დასრულების იმედს გამოთქვამს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ირაკლი ხმალაძემ.

რუსული ენერგოჰოლდინგის, "ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს ხელისუფლებას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ინვესტიციების კომპენსაციებზე საინვესტიციო დავის შესახებ წერილობით აუწყა.

„ამ ეტაპზე წერილობითი მოთხოვნებია წარმოდგენილი, რომელიც „ინტერ რაოს“ პოზიციებს ეფუძნება და ამ ფორმატში საკითხი მოლაპარაკებების ეტაპზეა გადასული. ახლა ჩვენ კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება და საქმე არბიტრაჟამდე არ მივა“, — განაცხადა ხმალაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

წერილები პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების სახელზე გამოგზავნეს "ინტერ რაოს" ნიდერლანდების სტრუქტურებმა Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. Silk Road ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75,11%-ს ფლობს — პაკეტი საქართველოს მთავრობისგან 1998 წელს შეიძინეს. Gardabani-მ ჰესების — "ხრამი-1" და "ხრამი-2" 100% 2011 წელს შეიძინა. Gardabani-სა და Silk Road-ის წერილებში მითითებული არ არის, რა კომპენსაციის მიღებას აპირებენ, მხოლოდ იუწყებიან, რომ სურთ დავა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს, და ამასთან, საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვის უფლებას ითხოვენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები