პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დაიწყო

26.04.17 17:50


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბუქარესტის ჰენრი კოანდას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს რუმინელი კოლეგა სორინ გრინდეანუ დახვდა. შესრულდა საქართველოსა და რუმინეთის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოს დელეგაციისა და რუმინეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები