პოლიტიკა

თენგიზ ფხალაძე: ევროპარლამენტარების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა მეგობრული იყო

07.06.16 15:55


საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, კრიტიკა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან იყო გამოთქმული, მეგობრულია და მიმართული იმისკენ, რომ საქართველოს დაეხმარონ.

ამის შესახებ თენგიზ ფხალაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სტრასბურგში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა კიდეც, რომ ის ელოდებოდა გახსნილ დისკუსიას იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებთ საქართველოს მეგობრებს.

”შეხვედრები იყო ნამდვილად მეგობრული. ის კრიტიკა, რომელიც გამოითქვა, ესეც იყო მეგობრების კრიტიკა და მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ საქართველოს დაეხმარონ იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრაში, იმ გამოწვევების გადალახვაში, რაც არის დღეს.

ბუნებრივია, რომ ჩვენი მეგობრებისგან არის დიდი ინტერესი და კიდევ ერთხელ, გაერთიანებული ძალისხმევით მოხდება არსებული გამოწვევების გადალახვა”, – განაცხადა ფხალაძემ.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში იმყოფება იმ დელეგაციით, სადაც წარმოდგენილია როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია.

”მიუხედავად პოლიტიკურ გუნდებს შორის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებებისა, ის ერთიანობა, რაც დღეს მოახდინა საქართველოს დელეგაციამ, ძალიან მნიშვნელოვანია”, -აღნიშნა ფხალაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები