საზოგადოება

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სამი საფეხური" კიევში ორჯერ დააჯილდოეს

26.04.17 21:15


ქართველი რეჟისორის იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი "სამი საფეხური", რომელიც კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა, კინოფორუმის ორგზის პრიზიორი გახდა.

კინოფესტივალი 2017 წლის 19-23 აპრილს გაიმართა. მასში წარმოდგენილი იყო რეჟისორების სურათები საქართველოდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან, ბრაზილიიდან, კანადიდან და სამხრეთ კორეიდან.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება, ფილმი ფესტივალზე 2 პრიზით დაჯილდოვდა — მას ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და მაყურებლის ჯილდო გადაეცა.

ბლიაძის "სამი საფეხური" მოგვითხრობს 13 წლის გოგონაზე, რომელიც მამასთან ერთად თბილისის გარეუბანში მიტოვებულ ჯიხურში ცხოვრობს, მთელი დღე მუშაობს, რომ საჭმლის ფული იშოვოს და ხანდახან — ქურდობს. სიღარიბეში ცხოვრების გარდა, მოზარდს გარდატეხის ასაკის სიძნელეებთან ბრძოლაც უწევს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის იანვარში ნიდერლანდებში, როტერდამის კინოფესტივალზე (International Film Festival Rotterdam) შედგა. მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალი კიევში პირველად 2012 წელს გაიმართა და მას მერე ყოველ წელს იმართება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები