პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გერმანიაში გაემგზავრა

07.06.16 16:15


საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ასევე, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის საჯარო გამოსვლა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში.

საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ნორბერტ ლამერტს შეხვდება, რის შემდეგაც, დავით უსუფაშვილი და ნორბერტ ლამერტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.


პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქრისტოფ ჰოისგენთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, კარინ შტრენცთან და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ ჰელმიხთან გამართავს. საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგის პლენარულ სესიას დაესწრება.

დავით უსუფაშვილთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები — ზვიად კვაჭანტირაძე, თედო ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე შედიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები