პოლიტიკა
27.04.17 15:45
როდესაც თავის დროზე ჩვენ ამ ბრალდებებით და უნდობლობით ვიყავით განწყობილნი, მაშინ ვიყავით უმცირესობაში და სულ რაღაც ერთ წელიწადში, უკვე ფაქტის წინაშე დგას ასამბლეა, ღიად ამბობს, რომ ის აღარ უნდა იყოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე“,- ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან დაკავშირებით არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის განცხადებით, პედრო აგრამუნტი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დადგა და მას თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის, „სახალხო პარტიაც" უპირისპირდება.
ეკა ბესელიას განცხადებით, პედრო აგრამუნტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების მოთხოვნას ქართული დელეგაციაც უერთდება.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, ის როგორ გამოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სასარგებლოდ ღია მხარდაჭერით, მისი ღია განცხადებები და გალაშქრება ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი მხარდაჭერითაც მოვიდა ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოზიციაზე, როდესაც ეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო. დღეს აქვს მას მძიმე ვითარება, მის მიმართ ღიად გაცხადებული პოლიტიკური უნდობლობაა, თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მათ შორის, მისივე პოლიტიკური ჯგუფი -„სახალხო პარტია“ უპირისპირდება მას. ჩვენ ბუნებრივია შევუერთდით ამ საპროტესტო უნდობლობის პროცესს და ჩვენც ვითხოვთ, რომ მან დატოვოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობა.
ეს ბოლო პოლიტიკური პროცესი და ღიად გაცხადებული უნდობლობა აგრამუნტის მიმართ უკვე ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილება იქნება ბოლომდე მიყვანილი. ძალიან მძიმე ბრალდებებია მის მიმართ. როდესაც თავის დროზე ჩვენ ამ ბრალდებებით და უნდობლობით ვიყავით განწყობილნი, მაშინ ვიყავით უმცირესობაში და სულ რაღაც ერთ წელიწადში, უკვე ფაქტის წინაშე დგას ასამბლეა, ღიად ამბობს, რომ ის აღარ უნდა იყოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აგრძელებს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24