პოლიტიკა

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თემის განხილვა მოხდება

27.04.17 15:30


ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით საქართველოს თემაზე მომხსენებლები წარსდგებიან. საუბარი იქნება საქართველოს სასამართლო რეფორმაზე, კონსტიტუციის პროექტზე, მოსმენებთან დაკავშირებით კანონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ტელეკომპანია რუსთავი2-ზე.
ზეპირი მოხსენებების დროს აქცენტი გაკეთდება იმ თემებზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში მიმოიხილა.

ევროსაბჭოში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეფორმების გზას და შეასრულებს იმ დანაპირებებს, რომელიც საქართველოს ევროპული სტრუქტურების მიმართ აქვს გაკეთებული, მათ შორის შეასრულებს რ2-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით მონიტორინგის მისიის მიერ ძირითადად აქცენტი რეფორმებზე კეთდება. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, ჩუგოშვილის თქმით, ევროპელი დეპუტატები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„რუსთავი 2-ის საქმეს რაც შეეხება, ისევე როგორც ჩვენ, ასევე ევროპელი კოლეგები ელოდებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. დანარჩენი საქართველოს ხელისუფლები პოზიცია არის ცნობილი, ჩვენ გვაქვს სრული პატივისცემა ევროპული სასამართლოს მიმართ.“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას ევროპული საქართველო.

„ეს ინსტიტუტი არის ძალიან კრიტიკულად განწყობილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან მიმართებაშიც, ასევე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც შეაჩერა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, იყო უპრეცედენტო.“- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები