ეკონომიკა

თბილისი ვისკის ფესტივალს პირველად უმასპინძლებს

27.04.17 15:45


თბილისის ვისკის ფესტივალზე (Tbilisi Whisky Festival), რომელიც 6-7- მაისს გაიმართება, ვისკის მსოფლიო წამყვანი ბრენდების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

ფესტივალი Expo Georgia-ს საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.

„ფესტივალზე მოგეცემათ საშუალება დააგემოვნოთ და შეიგრძნოთ სხვადასხვა სახის, ქვეყნის და დასახელების თავბრუდამხვევი არომატები, დაესწროთ ბრენდების ამბასადორების მასტერკლასებს, მიიღოთ მონაწილეობა ვისკის წამახალისებელ აუქციონში და გახდეთ ახალი ტრადიციის ნაწილი“, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების ვებ-გვერდზე.

ფესტივალზე სტუმრებს 10 მონეტა დაურიგდებათ, რომლებსაც გამოიყენებენ სხვადასხვა ვისკისა და კოქტეილის დეგუსტაციისთვის. ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება Alcorium-ის ან ვისკის სახლის მაღაზიებში ან ვებ-გვერდზე tkt.ge. ფესტივალზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები