პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს

27.04.17 18:20


“ქართული ოცნების” ოფისში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უმრავლესობის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სხდომის განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

“ახალი კონსტიტუციის პროექტი როგორც იცით, უკვე მზად არის. საკონსტიტუციო კომისიამ, მათ შორის, უმრავლესობის წევრებმა, მას მხარი დაუჭირა. ასე რომ, ამ კვირაში მოვახდენთ კონსტიტუციის ახალი პროექტის ინიცირებას. დღეს უმრავლესობის შეხვედრა გვაქვს და სხვა საკითხებთან ერთად, განვიხილავთ იმ შეხვედრების კალენდარსაც, რომელიც რეგიონებში საერთო-სახალხო განხილვებისთვის გვექნება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები