პოლიტიკა

კვირიკაშვილი: აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობა უნდა აღდგეს

07.06.16 16:35


ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობა უნდა აღდგეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თაობაზე კომენტარისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს ოთხოზორიას მკვლელისთვის ანგარიშის გასწორების საფრთხე, რაც, შესაძლოა, ჩაიდინოს იმან, ვისაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლა სურს.

„შეიძლება, ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით. ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ! რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება — ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენს მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში“, — განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარში პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ ირიბი შეხებაც კი არ აქვს ოთხოზორიას მკვლელობასთან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები