პოლიტიკა

გია ვოლსკი - თუკი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევით ახალი ფიგურა უნდა შეიქმნას, რომელიც პარტიულ, პოლიტიკურ ჯგუფზე იქნება მორგებული, მაშინ სხვაინაირად - 2018 წელზე უნდა ვიფიქროთ

27.04.17 20:10


თუკი იქითკენ მიჰყავთ საქმე, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევით ახალი ფიგურა, ახალი დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა შეიქმნას, რომელიც გარკვეულ პარტიულ, პოლიტიკურ ჯგუფზე იქნება მორგებული, ეს ქვეყანას დააზიანებს და მაშინ სხვაინაირად - 2018 წელზე უნდა ვიფიქროთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ვადებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ვოლსკიმ ამ კონტექსტში ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე გააკეთა აქცენტი.

“რაღაც უცნაური რამ ხდება: ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სწორედ ის არის, რითიც “ქართულ ოცნებას“ უნდა დაუპირისპირდნენ. რატომ არის ეს “ქართული ოცნებასთან“ დაპირისპირება და რატომ არ განიხილავენ ამას საქართველოს სტაბილურობასთან დაპირისპირებად? ამ შემთხვევაში შიდა პარტიული ინტერესები იკვეთება, ვიდრე ის, რომ ქვეყანას სტაბილური განვითარების საშუალება ჰქონდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, იყოს იმდაგვარი ბალანსი, რომელიც საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თუკი ამ სისტემას უპირისპირდება და მაინც და მაინც იქეთკენ მიჰყავთ საქმე, რომ ამან უნდა შექმნას ახალი ფიგურა, ახალი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც მოსარგები იქნება არა საპარლამენტო სისტემისათვის, არამედ გარკვეული პარტიული, პოლიტიკური ჯგუფისთვის, რასაკვირველია, ეს ქვეყანას დააზიანებს და მაშინ უნდა ვიფიქროთ სხვაინაირად - 2018 წელზე.

პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც ხალხთან მიდის, უნდა ჰქონდეს სალაპარაკო იმ თემებზე, რაც საზოგადოებას სჭირდება - ინფრასტრუქტურით დაწყებული სოციალური თემებით დასრულებული. თუკი პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ეს ფუნქციები არ გააჩნია, მაშინ რა გამოდის, რისთვის გვინდა პირდაპირი არჩევის ინსტიტუტი? - მხოლოდ დაპირისპირებისთვის? რატომ უნდა შევქმნათ რყევა საქართველოში, როდესაც ერთადერთ რამეს ვესწრაფვით - ეს არის სტაბილურობა და განვითარება“, - აცხადებს გია ვოლსკი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები