საზოგადოება

საქართველოში დათბება

27.04.17 20:30


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. მათივე ცნობით, 27 – 28 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, + 23 გრადუსი იქნება.

29 – 30 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები