პოლიტიკა
27.04.17 20:50
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ტუდორელ ტოადორმა მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რუმინეთის იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამახალისებელი მიდგომების დანერგვას, სისტემის ეფექტიანი მართვის საკითხებსა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებულთათვის.
მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება-განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას უზრუნველყოფენ. გათვალისწინებულია ერთობლივი პროექტების შემუშავება-განხორციელება. ასევე, ვიზიტების, საერთო ინტერესის სფეროებზე სამუშაო შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება.
მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში.
„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმებს, რათა დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები. დარწმუნებული ვარ, რომ სასჯელაღსრულების სფეროში საქართველო-რუმინეთს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ემსახურება ორივე მხარის ინტერესებს, ხელი შევუწყოთ სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებათა პირდაპირი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, რუმინეთში 26 აპრილს გაემგზავრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დელეგაციამ შეხვედრები რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ნიკოლა ელივიუ დრაგნეასთან გამართა.
კახა კახიშვილმა ორი ქვეყნის მთავრობათა წევრებს შორის გაფართოებულ შეხვედრასა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24