პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა 2018 წელს საქართველოში გაიმართება

27.04.17 21:05


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა საქართველოში 2018 წლის ზაფხულში გაიმართება, იუწყება საქართველოს საზოგადობრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე სტრასბურგში მიიღეს, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს.

ამჟამად მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ევროპელი დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესების შუალედურ ანგარიშს განიხილავენ. მათ შორისაა კონსტიტუციაში დაგეგმილი შესწორებები.

ტელეარხის ინფორმაციით, მომავალ წელს საქართველოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ესტუმრებიან და ქვეყანაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. ტრადიციულად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომები სტრასბურგში ან პარიზში იმართება, თუმცა წელიწადში ერთხელ რეგლამენტი დეპუტატებს გასვლითი სხდომების მოწყობის ნებას აძლევს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის პროცედურა 1993 წელს დააფუძნა.

მონიტორინგის დეკლარირებული მიზანია დარწმუნება, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებში იმყოფება, რომლებიც ევროსაბჭოს სტანდარტების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების, საპარლამენტო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისობაშია განსაზღვრული.

ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ რიგ ვალდებულებებს, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგს ექვემდებარება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ევროპის საბჭოს ქვეყნების ორგანიზაციის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის საკითხებს სწავლობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები