ეკონომიკა

უკრაინას ქვანახშირით ქართული კომპანია მოამარაგებს

27.04.17 21:50


ჰოლდინგ „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) შვილობილმა კომპანია „საქნახშირმა“ ტენდერში გაიმარჯვა და უკრაინის სახელმწიფო თბოელექტროსადგურებს 700 ათასი ტონა საწვავით მოამარაგებს.

ქართული ქვანახშირი ტრიპოლსკისა და ზმიევსკის თბოელექტროსადგურებისთვისაა განკუთვნილი. ტენდერი სააქციონერო საზოგადოება „ცენტრენერგომ“ გამოაცხადა.

ტენდერის პირობები 2017 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე მყარი საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს, პარტიის მინიმალური მოცულობა კი 70 ათასი ტონაა. ქვანახშირს უკრაინაში ზღვის საშუალებით CIF-ის (ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი) პირობებით ჩაიტანენ.

კონტრაქტის საერთო ღირებულება 1,8 მლრდ გრივნაა (67,8 მლნ აშშ დოლარზე მეტი). შპს „საქნახშირი GIG", რომელიც 2006 წლის აპრილში დარეგისტრირდა, ნახშირის მოპოვებით, გამდიდრებითა და რეალიზაციით არის დაკავებული. ეს ქართულ ბაზარზე ქვანახშირის მოპოვების ერთადერთი კომპანიაა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები