პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ დევნილთა შემწეობის 60 ლარამდე გაზრდას ითხოვს

27.04.17 22:20


“ევროპული საქართველო” დევნილებისათვის სახელმწიფო დახმარებათა პაკეტის გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც მათ შემწეობა 60 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

"დღეს პარლამენტი “ევროპული საქართველოს” იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით:

დევნილის შემწეობა 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება;

საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;

დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;

ყოველთვიური შემოსავლის ზღვარი, რომლის მიღების შემთზვევაში დევნილს ეხსნება შემწეობა, აიწევს 1250-დან 1500 ლარამდე;

დევნილის სტატუსი პროაქტიულად მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ შთამომავლობებს.

“ევროპული საქართველოს” ინიციტივებს თან ახლავს ფინანსური დასაბუთება, რომელიც დევნილებისათვის სახელმწიფო დახმარებათა პაკეტის გაუმჯობესებისათვის 2018 წლის ბიუჯეტში 75 მლნ ლარის მობილიზებას ითვალისწინებს"- აღნიშნულია "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები