პოლიტიკა

სარიუშ ვოლსკი: ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის

07.06.16 17:00


მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა სარიუშ ვოლსკიმ სტრასბურგში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სარიუშ ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ „რუსთავი 2-ის“ პროცესზე,საკონსტიტუციო სასამართლოზე და სხვა. მისი თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება არ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე დემოკრატიის კუთხით.

“ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ვიზალიბერლიზაციას მოგვიანებით მიიღებს, მაგრამ რაც უფრო მეტს გააკეთებს დემოკრატიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მით უფრო სწრაფად და მარტივად მოხდება ეს”, – აღნიშნა სირიუშ ვოლსკიმ.

როგორც მან განმარტა, ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვის გადადება გამოწვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის არსებული უთანხმოებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების საკითხზე.

სარიუშ ვოლსკი იმედოვნებს, რომ ზაფხულის პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან და უკვე საშემოდგომო სესიაზე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვა გაიმართება. სარიუშ ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული საკითხის გადადება საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები