პოლიტიკა

გიორგი გახარია - მოლდოვა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა

28.04.17 20:50


მოლდოვას რესპუბლიკა არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველო-მოდლოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მხარეები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია, გააძლიერონ.

”ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ერთი მიმართულებით - ევროკავშირის მიმართულებით აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დასახული გეგმა და შესაბამისად, პოლიტიკური მიმართულებით არ არსებობს არანაირი ორაზროვნება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია, გავაძლიეროთ.

ამიტომ დღეს იყო პირველი სხდომა კომისიის და ვფიქრობ, თუ უწყებათაშორის დონეზე დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, ჩვენ ვიპოვით იმ შესაძლებლობებს, სადაც შეგვიძლია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა”, - განაცხადა გახარიამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ასევე არის საინტერესო პერსპექტივა მაღალტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის თვალსაზრისითაც.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები