პოლიტიკა

ინფორმაციული უსაფრთხოების კურსი დასრულდა

28.04.17 21:50


„ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის“ კურსი დასრულდა. კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

ტრენინგის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუტურებში დასაქმებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტებმა, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირებმა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლები, სტრუქტურა და რეგულაციები შეისწავლეს. კურსის მონაწილეებს ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

კურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და მიზნად ქართული მხარისთვის ესტონური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია BHC Laboratory ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ტრენინგს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ესტონელი ექსპერტი გენ ვაგულა უძღვებოდა.

ესტონეთი საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები