პოლიტიკა
29.04.17 18:25
თუკი საუბარია კრიტიკის შეზღუდვაზე, ჩვენ კრიტიკული აზრის გამოთქმის შეზღუდვას მხარს ვერანაირად ვერ დავუჭერთ, თუმცა რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე და საკანონმდებლო სტანდარტი გავაუმჯობესოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
“სასამართლოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს, რომ ჩვენ ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებები, ადმინისტრაციული და საჯარო სექტორი ფუნქციონირებს ჯეროვნად და კარგად, კერძო სექტორი ვითარდება და სამოქალაქო ურთიერთობები არის დარეგულირებული. ეს ყველაფერი თითოეულ მოსამართლეს და მათ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. შესაბამისად, მოსამართლის როლი ქვეყნის განვითარებაში არის განუზომლად დიდი და ბუნებრივია, მოსამართლე დაცული უნდა იყოს ყველა შესაბამისი მექანიზმით - მათ შორის დაცული უნდა იყოს შეურაცხყოფისგან, თუმცა კრიტიკული აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე საუბარი ვერ იქნება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ “სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით “დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე “უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები".
უფრო ადრე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24