პოლიტიკა

განათლების მინისტრი მოსწავლეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას კრძალავს

07.06.16 20:45


განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წალკის სკოლის მოსწავლეთა მშობლების განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა მტკიცებითაც, მათი შვილები დაპირებული ექსკურსიის ნაცვლად, თბილისში პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციაზე ჩამოიყვანეს.

წალკის №2 სკოლის უფროსკლასელებმა, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მშობლებს უამბეს, რომ დედაქალაქში ექსკურსიის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გიორგი ვაშაძის პარტიის, „ახალი საქართველოს“ პრეზენტაციას დაასწრეს.

პარტია „ახალ საქართველოში“ განაცხადეს, რომ პრეზენტაციას დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ესწრებოდა და არ იციან, იყვნენ თუ არა მათ შორის არასრულწლოვნები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს გაერკვეს, როგორ მოხვდნენ მოსწავლეები ექსკურსიის ნაცვლად პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციაზე.


Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 811


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები