პოლიტიკა

ივანიშვილი: სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა

07.06.16 21:15


საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მედია-საშუალებების წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებაც ისაუბრა.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა, რაც მისი მხრიდან დიდი თავხედობა იყო.


როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალები“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიძაბნენ, რომ მათი ხელისუფლებისთვის დამახასიათბელი მეთოდები „ქართულ ოცნებას“ არ გამოეყენებინა.

„"ნაციონალები" პირველი თვეები დაიძაბნენ, ეშინოდათ მსგავსი არაფერი მომხდარიყო და თავჩაღუნულები დადიოდნენ. კარგად ჩანდა ეს პარლამენტში, აღმიწერეს, — წყლის დასალევად ვერ ამოდიოდნენ ზემოთ, ახლა ჩვენ აღარ გვიშვებენო. ახლა რომ ნახეს და გააცნობიერეს, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ. მათგან მართული მედია ყოველდღიურად სიცრუეს აფრქვევს და ის, რა საოცრებაც მოხდა ამ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში, ვერც ერთ კომპონენტს ვერ ნახავთ, რომ „ნაცების“ დროს იყო უკეთესობა. ისე აღწერენ სიტუაციას, თითქოს დრამატულია. ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან კარგია სასპეკულაციოდ, თუმცა რელობა არ უნდა დავკარგოთ“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას არსებული რეალობის გაცნობიერებისკენ მოუწოდა, რაც შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისფლებაში დაბრუნებას მოყვეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები