საზოგადოება

ქვეყნის მოსახლეობის 7.1%-ს ქართულად საუბარი უჭირს

02.05.16 21:50


საქართველოს მთელი მოსახლეობის 7.1%-ს ქართულად თავისუფლად საუბარი უჭირს, ცხადყოფს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები.

ბოლო საყოველთაო აღწერა საქართველოში 2014 წლის 5–19 ნოემბერს ჩატარდა და ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 87% მოიცვა — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის გამოკლებით.

როგროც აღწერამ აჩვენა, 3.7 მლნ კაციდან ქართულად თავისუფლად მხოლოდ 263.7 ათასი კაცი ვერ საუბრობს. ეს ძირითადად აზერბაიჯანული (65,3%), სომხური (28,2%) და რუსული (3,4 %) მოსახლეობაა.

41 ათასმა ადამიანმა უარი თქვა დაეფიქსირებინა, იცის თუ არა ქვეყნის სახელმწიფო ენა.

საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, სულ ქართულად საუბრობს მოსახლეობის 86.7%, აზერბაიჯანულად — 6.2%, სომხურად — 3,9% და რუსულად —1.2%.

წყარო : Sputnik საქართველო /www. sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები