პოლიტიკა
07.06.16 21:40
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო აფასებს ევროპარლამენტის და პირად, მარტინ შულცის მხარდაჭერას ევროპული არჩევანის და პერსპექტივის მიმართ.
”საქართველოსათვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანი იყო, რათა გადამწყვეტი რეფორმები შეგვესრულებინა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროპარლამენტი კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების პროცესში",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ეფექტიანად შეასრულა ეს ვალდებულებები, წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მრავალი წლის განმავლობაში შესრულებული რეფორმების და თანმიმდევრული ძალისხმევის გამოვლენის შესაბამისად, რათა დაგვეკმაყოფილებინა ევროპული სტანდარტები, ბუნებრივია, საქართველოში მოლოდინი ძალიან მაღალია.
”დღეს ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის თანადგომა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელიც სამი წლის წინ დავიწყეთ, წარმატებით დასრულდეს. მადლიერი ვიქნებით თუ თქვენ პირადად ჩაერთვებით, რათა ხელი შეუწყოთ სწორ და სწრაფ განხილვებს ევროპარლამენტში",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მარტინ შულცმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა და ბოლოდროინდელ ვიზიტებზე და შეხვედრებზე განხილვების შედეგად ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები შეეცდებიან დააჩქარონ ეს პროცესი, რათა პროცედურები სწრაფად დასრულდეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ხაზი გაესვა, პოლიტიკური პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობას.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24