ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ “ბონდო არველაძე” ნაწილი 6

03.05.17 22:30


ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ ვიძლევით ამონაწერებს მხოლოდ ზოგიერთი სომხური წარწერიდან, მაგრამ მათი ჩვენებებიც სავსებით საკმარისია საქმის არსის გასარკვევად. უფრო დაწვრილებით გავჩერდეთ გვიანდელი მონღოლური პერიო¬დით (1283 წელი) დათარიღე-ბულ არუჭის წარწერის ცნობებზე. ირკვევა, რომ ამ დროს არუჭი ეკუთვნოდა წვრილმიწათ-მფლობელს, ვინე მაკლის, აღა ხუსანის ვაჟს. თურქული ეპითეტი „აღა” (ბატონი) აქ სრულიად გარკვეულ ნიშნად წარმოდგება და საფუძვლიანად გვინერგავს იმ აზრს, რომ ხუსანი და მაკლი არა მარტო კერძო მიწის მესაკუთრენი იყვნენ, არამედ ფეოდალური ბატონებიც, სენიორები, ან თუ ვიხმართ მაშინდელ სომხეთში ესოდენ გავრცელებულ გასომხებულ ლათინურ ტერმინს, არუჭის მოსახლეობის „პარონები”. მეორე მხრივ, თვით მაკლის უშუალო პარონად, ანუ „პატრონად” წარწერა მხარგრძელს ასახელებს, რითაც, უწინარეს ყოვლისა, ისევ და ისევ საზოგადოებრივ ურთიერთობებს ეხება; მაგრამ წარწერა სენიორ მხარგრძელის ყოფის კიდევ ერთ განსაკუთ¬რებულებას აღნიშნავს: იგი არა მარტო ფეოდალია, არამედ თანამდებობის პირიც – „სპასალარი”, რა თქმა უნდა, ქართული სამე-ფოსი, ჩვენ ეს სხვა წყაროებიდან ვიცით. აქ ჩვენ შევდივართ უკვე პოლიტიკურ სფეროში, და, როცა არუჭის ძეგლი სომხეთის სინამდვილის ამ მხარეზე თავის ცნობებს ანვითარებს, მართლაც გვიმოწმებს, რომ სომეხთა მეფედ გვევლინება ქართველი მეფე, რომ მიუხედავად ქვეყნის მიერ გადატანილი ყველა მნიშვნელოვანი პერიპეტიისა და ამ დროისათვის შექ¬მნილი სრულიად ახალი ისტორიული ვითარებისა, სომხეთი კვლავ რჩება ქართული სამეფოს ნაწილად. შემდეგ, სომეხი ხალხის არსებობის პოლიტიკურ პირობებში ეს სიახლე ასახვას პოვებს, აგრეთვე, სხვა წარწერაში: ქართველ მეფეს ბაგრატიდს (ხომ ასე მოიხსენიებს დემეტრეს ზემოთ მოყვანილი გოშავანქის წარწერა 1283 წლისა) ჰყავს კიდევ უმაღლესი სუზერენი – ირანის ფადიშაჰი ჩინგისიდი. სომხეთში მონღოლურ ეპოქაში არსებუ¬ლი ყველა კავშირისა და ურთიერთობის უფრო ნათლად და უფრო ზუსტად გამოხატვა ძნელი იქნებოდა.

დამოუკიდებელ წყაროსა და მონღოლურ ოფიციალურ თვალსაზრისს ჩვენ უკვე სპარსულ წარწერაში ვხვდებით ე. წ. მანუჩეს მეჩეთის კედელზე, სომხეთის ძველ დედაქალაქ ანისში.

ყაენის ბრძანების (იარლიყის) შემცველი ეს წარწერა ირანის მონღოლი მბრძანებლის აბუ-საიდ-ბახადურ-ხანის განკარგუ¬ლებით ამოიკვეთა 1319 და 1335 წლებს შორის და ამ პერიოდის უფრო მეორე ნახევარში, როგორც ვარაუდობს წარწერის მეცნიერი გამომცემელი, აკადემიკოსი ვ. ბარტოლდი. მაშასა¬დამე, ანისის სპარსული წარწერა არუჭის სომხურ წარწერაზე რამდენიმე ათწლეულით უმცროსია. უკანონო მძიმე გადასახა¬დებისაგან მოსახლეობის დასაცავად გამოცემული ეს ბრძანება, სხვათა შორის, აცხადებს: „დაე, ბაჟისა და სამართლიანი გადასახადის გარდა, სხვა არაფერი აიღონ, და არც ერთი ადამიანისაგან (გამოსაღებების) საბაბით ყალანი, ნემერი, თარხი და არც სხვა არაფერი არ მოითხოვონ, როგორც მანამდე ქალაქ ანისში და საქართველოს სხვა მხარეებში ყალანის, ნემერის, უკანონო თანხმების და თარხის გადასახადების აღრიცხვას ეწეოდნენ და ძალადობას იყენებდნენ”...46 (ხაზი ჩვენია, – ს.ჯ.). მაშასადამე, ჯერ კიდევ XIV საუკუნის ოციან წლებში თვით მონღოლები განიხილავდნენ ანისსა და სომხეთს საქართველოს ერთ-ერთი მხარის სახით.

ანისის ერთ-ერთი სომხური წარწერათაგანი – წარწერა (როგორც ჩანს, კიდევ უფრო გვიანდელი) ქალაქის პირველი კედლის შუა კარის ზემოთ, შეიცავს ახალ ძალზე მნიშვნე-ლოვან მითითებას: ... „ღმრთით მოვლენილი მეფის, ფადიშაჰისა და ღვთით ბრძენი ერისთავთ ერისთავის... ამ ქვეყანასა ზედა ქართველთა მეფობაში. როცა დედაქალაქი ანისი ხასინჯუდ იქცა, და ქალაქისა ამის... პატრონების აღა გრიგოლისა და ოვანისის მმართველობაში და მეუფე ჰოვანისის ეპისკო¬პოსობაში...47 ესე იგი, ანისელი სომხები თავის ქალაქს, ისევე რო¬გორც მთელ ქვეყანას, კვლავ ქართული სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევენ იმ გვიანდელ-მონღოლურ პერიოდშიც კი, როდესაც ანისი უკვე ყაენის (ან რომელიმე მონღოლი პრინცის) უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება, რაც აქ აღნიშნულია კიდეც ცნობილი ტერმინით „ხასინჯუ”.

საკითხის იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური მხარეც კი იმაში მდგომარეობს, რომ სომეხი მოსახლეობა ქართულ სახელ¬მწიფოებრიობას მთელი მისი მართვის აპარატით აღიქვამდა, როგორც მშობლიურ სახელმწიფოებრიობას და საერთო¬სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს. შესაბამისმა შეგნებამ თავისი ასახვა ჰპოვა ზემოთ განხილული სომხური წარწერების ისეთ ფორმულებში, როგორც ქართველთა და სომეხთა მეფე, მან-დატურთუხუცესი, ამირ-სპასალარი, ქართველთა და სომეხთა ათაბაგი და ასე შემდეგ. ამ შეგნებამ საუკუნეები გამოიარა.

გავიხსენოთ, რას ამბობს XV საუკუნის სომხური საზოგა¬დოებრივი აზრისა და ისტორიოგრაფიის უდიდესი წარმომად¬გენელი თომა მეწოფეცი იმ დამარცხების გამო, რომელიც ქართველებმა 1440 წელს იწვნიეს „თავრიზის მეფისა და მპყრობელის” ჯაჰან-შაჰისაგან: „ამიტომაც (ესე იგი, ქართველთა დამარცხების შედეგად. – ს.ჯ.) ჩვენ (ესე იგი, სომხები. – ს.ჯ.), რომლებიც, ურწმუნოთა შორის ყოფნისას, ყოველთვის ვამა¬ყობდით იმით, რომ ჩვენს იმედებს ქართველებზე ვამყარებთ, ამიერიდან სასოწარკვეთილებაში ჩავვარდით და ურწუნოთა წინაშე ენა ვერ დაგვიძრავს.48 გავიხსენოთ, თუ ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს ცხრა მთას იქით, შორეულ ინდოეთში გადაკარგული სომხები როგორ ახსენებენ თავის მეფედ ერეკლე II-ს, ქართლ-კახეთის მეფეს!

როგორ გამოიყურება ამ უდავო ფაქტების შუქზე განსა¬ხილველი გამოცემის მეცნიე-რულობა.

თუმცა, აი, კიდევ არა მარტო „მეცნიერულობის”, არამედ ტოკარსკის საზოგადო-ებრივი პოზიციების დამახასიათებელი შტრიხი. იგი აუცილებ¬ლად თვლის რუსულად მოგვაწოდოს სომხურ გეოგრაფიულ სახელწოდებათა ტრანსკრიფცია:
Ᾱван, Ᾱгарцин, Ᾱйгестан, Таргманчац-ванк, Ᾱйриванк, Ᾱршаруник, Бджни, Ереруйк, Имирзик, Птгни, Хцконт და სხვანი. აქ შენარჩუნებულია, სხვათა შორის, მრავ¬ლობითი რიცხვის სახელობითი ბრუნვის ნიშანიც К – ქ (ბ.ა.), თუმცა თვით სომხურ ენაში ის წარმავალია და ყველა ირიბ ბრუნვაში ქრება. ამავე ფორმით ხმარობს ტოკარსკი, ძალიან ბევრ შემთხვევაში, სახელწოდებასაც „Тайк, თუმცა მის ქართულ ფორმას „ტაო” უდავო უპირატესობა აქვს, რამდენადაც სახელის სუფთა ფუძეს წარმოადგენს და ქსენოფონტესთან არის დამოწმებული ჯერ კიდევ 401 წელს ჩვენს ერამდე; ოღონდ იგივე პრინციპი ირღვევა, როცა საქმე ეხება რამდენიმე ერთობ მნიშვნელოვან ქართულ გეოგრაფიულ სახელწოდებას.

დაუშვა რა, რაღაცნაირი დაუდევრობით, ორ შემთხვევაში, მისთვის საინტერესო მხარის ქართული დასახელება „ტაო-კლარჯეთი” (რუსულ ლიტერატურაში ჩვეულებრივ – „Тао-Кларджетия” ), ტოკარსკიმ მას ხელოვნური ევოლუცია მოახვია: პირველი ეტაპი – „Тао-Кларджет” (გვ. 109), მეორე ეტაპი – „Тао-Кларджия” (გვ. 146). – აქ გამოირიცხება არა მარტო სუფიქსი – ი, არამედ ფუძესთან ორგანულად დაკავშირებული ინფიქსიც – ეთ.

უეჭველია, ტოკარსკი აკადემიკოს მარისკენ გაიშვერს ხელს, – აქაო და, ეს ფორმები მან შემოიღოო. მართლაც, თავისი მოღვაწეობის მეორე პერიოდში მარმა ასეთი მართლწერა შემოიღო; ოღონდ, ჯერ ერთი, მარი პრინციპული გახლდათ: „კლარჯიას” გვერდით იგი არ წერდა „ტაიქს”, როგორც ამას ჩადის სრულიად უპრინციპო ტოკარსკი, არამედ – „ტაოს” ან „ტაიას”, მეორეც, ცხოვრებამ და მეცნიერებამ უკუაგდო ეს ხელოვნური ფორმები: საღად მოაზროვნეთაგან ვის მოუვა თავში ახლა წეროს „მცხია”, „დუშია”, „კარალია”, „ოსია”– „მცხეთის”, „დუშეთის”, „კარალეთის”, „ოსეთის” ნაცვლად’. არადა, ტოკარსკი მკვდრეთით აღადგენს ამ დიდი ხნის მივიწყებულ, მცდარ დაწერილობებს, როცა უერთდება მათ რიცხვს, ვინც დიდ მეცნიერთაგან მხოლოდ შეცდომებს ითვისებს; რაღა მაინცდამაინც ტოკარსკის გაუწია გულმა ამ ფორმებისაკენ? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ იქ ვნახულობთ, სადაც ვკით-ხულობთ: „არ შეიძლება... სომხეთისა და საქართველოს არქიტექტურის შესწავლისას არც ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიებზე ძეგლთა იგნორირება, არც მათი მიერთება ერთ-ერთი ამ ქვეყნის არქიტექტურასთან მხოლოდ სახელ¬მწიფო კუთვნილების ფაქტის მიხედვით, როგორც არასწორად იქცევა ვ. ბერიძე სამხრეთ-ოსეთისა და სვანიის მიმართ, მხო-ლოდ იმ საფუძველზე, რომ ისინი საქართველოს შემადგენელი ნაწილები არიან”. უწინარეს ყოვლისა, აღვნიშნოთ, რომ ქართული არქიტექტურის ძეგლები გვხვდება არა მხოლოდ კავკასიონის ქედის სამხრეთით დასახელებულ რაიონებში, არამედ მის ჩრდილოეთითაც; შემდეგ მივუთითოთ, რომ სახელში „ოსეთი” ტოკარსკი ვერ გაუმკვლავდა ინფიქსს „ეთ”: ამ დასახელებით ამჟამად მთელმა მსოფლიომ იცის ერთი ავტონომიური რესპუბლიკა და მეორე ავტონომიური ოლქი.

სამაგიეროდ, იგი სხვა წოდებაში გაუმკლავდა ინფიქსს, – ყველა მკითხველი შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ ტოკარსკის სვანია არის სვანეთი ყველა საბჭოთა მოქალაქისა და მსოფლიო ისტორიული, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული ლიტერატურის ენაზე. ტოკარსკიმ ვერ გაითვალისწინა მხოლოდ, რომ ფორმა „სვანეთიც” განმტკიცებულია საბჭოთა კონსტიტუციით.

მთა¬ვარი მაინც ისაა, რომ ქართული ეროვნულ-კულტურული კო¬ლექტივის ისეთი განუყოფელი ნაწილი, როგორიც არის მთელ დანარჩენ საქართველოსთან საუკუნეობით ერთიანი ცხოვ¬რებით მცხოვრები სვანეთი, ტოკარსკის წიგნში გამოცხა¬დე¬ბულია მისთვის უცხო ელემენტად, რაღაც ცალკე სამყაროდ თავისი საკუთარი კულტურით; ამ აბდაუბდის დასასა¬ბუ¬თებ¬ლად კი ყველაზე დამაჯერებელ საშუალებად მიამიტურად მიჩნეულია მხარის სახელის ხელოვნური შეცვლა, მისგან ყოველივე სპეციფიკურად ადგილობრივის, ხალხურის ამოღება. ასე დადგა საქართველოს სამხრეთ პროვინციების შემდეგ მისი ჩრდილოეთ რაიონების რიგი!

როგორც ყოველთვის მსგავს შემთხვევებში, აქაც გარ¬კვეული პრაქტიკის უკან დგას გარკვეული „თეორია”. ამაოდ დავიწყებდით ტოკარსკის წიგნში ისტორიული პროცესის მეცნიერული გაგების ძებნას. გავიხსენოთ თუნდაც ის, თუ როგორ ხსნის ავტორი ფეოდა-ლური სახელმწიფო წარმო¬ნაქმნების აღმოცენებას ამიერკავკასიაში. ტაო-კლარჯეთი და¬მოუ-კიდებელ სახელმწიფო ორგანიზმად გამოიყოფა იმ ერთად¬ერთი მიზეზით, რომ სომხებს, რომლებიც აქ, ვითომცდა, მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ, არ სურდათ „აღორ-ძინებულ სომხურ სამეფოში შესვლა” რელიგიურ უთანხ¬მოებათა გამო, თუმცა ინარჩუ-ნებდნენ მრავალ სხვა კავშირს თავიანთ თანამემამულეებთან; ხოლო გაერთიანებულ ქართულ სახელმწიფოში მათ არ უნდოდათ შესვლა მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული წარმომავლობის გამო, რაკი დენაციო¬ნალიზაციის, გაქართველების პროცესების გაძლიერე-ბისა და აჩქარებისა ეშინოდათ; შემდეგ ტაო-კლარჯეთმა მაინც იწყო სწრაფვა „ჩამოყალი-ბებული ქართული სახელმწიფოსაკენ” არა რომელიმე სხვა მიზეზით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ „მკვიდრი მოსახლეობის გაქართველების პროცესის გამო”. ამგვარად, ესოდენ დიდი საკითხის გაშუქებაში ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც ერთ სიტყვას ადამიანებისა და საზოგადოების არსებობის მატერიალური პირობების შესახებ, იმ სამეურნეო და სოციალური კავშირების შესახებ, რომლებმაც უბიძგა მათ ბუნებრივ-ისტორიულ გაერთიანებებთან შერწყმისაკენ, საზო¬გა¬დოებრივი წარმოებისა და გაცვლა-გამოცვლის გზებისაკენ!

ავტორის ზოგადი მეთოდოლოგიის მთელი უბადრუკობა იოლად შეიძლება გამოვა-ჩინოთ თვით სომხეთის ისტორიის კონკრეტული ფაქტებით; რატომ იწყებს დაქსაქსვას თვითონ ეს აღორძინებული სომხური სამეფო თავისი წარმოშობიდან უკვე რამდენიმე ათწლეულის შემდეგ? რატომ გამოეყვნენ მას ყარსისა და ლორეს სამთავროები? რატომ ხდება ანისის სამეფოს ახალი დაყოფა ჯერ კიდევ 1020-იან წლებში? რატომ არ ილტვიან ანისისაკენ ვასპურაკანი, სისაკანი და სხვანი? ხომ ცხოვრობდნენ აქ, რაც, რა თქმა უნდა, არ ეეჭვება ტოკარსკის, მხოლოდ რელიგიური თანამოაზრენი და თანატომელნი!

XII-XIV საუკუნეების სომხურ არქიტექტურაზე ტოკარსკის მსჯელობებს რომ ეცნობა, მკითხველმა თავიდან შეიძლება იფიქროს, რომ აქ უკვე მას სთავაზობენ მხატვრულ მოვლენათა ახალ გაგებას: „განსახილველი დრო ხასიათდება ქალაქური ცხოვრების განვი-თარებით წინა აზიის ქვეყნებში. ქალაქების ეროვნული შემადგენლობით ჭრელი მოსახლეობა საერთო ცხოვრებით ცხოვრობდა და ეროვნული ან სარწმუნოებრივი განსხვავებები კი არ განსაზღვრავდა იმ დროს ამა თუ იმ ფორ¬მათა გამოჩენას, არამედ, როგორც თვით ნივთიერი ძეგლები გვიჩვენებს, პირველ რიგში, პროგრესირებადი სოციალური დანაწევრება მოსახ¬ლეობის სხვადასხვა ჯგუფებისა” (გვ. 217).

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები