პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გათავისუფლების მიზეზები ახსნა

04.05.17 15:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წლის დეკემბერში გაცხადებული ინიციატივის საფუძველზე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პროცესი, კადრების ოპტიმიზაციისა და საბიუჯეტო სახსრების შემცირების ფარგლებში, გამჭვირვალე იყო, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტების ასოციაციამ“ (საია) ოთხშაბათს კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეორგანიზაციის პროცესსა და საბიუჯეტო სახსრების შემცირებას ეხება. ანგარიშის თანახმად, სულ გათავისუფლდა 2,3 ათასი საჯარო მოსამსახურე. საიას აზრით, პროცესი გამჭვირვალე არ იყო და პარლამენტის ზედამხედველობის გარეშე არ ჩატარებულა.

„ჩვენ რამდენიმე ადამიანს დავემშვიდობეთ, თუმცა, ჩვენ მათ 2-3 თვის ხელფასი გადავუხადეთ. მაგალითად, ჩვენ არ გვჭირდებოდა 40 ადამიანი (დეპარტამენტში — რედ.) საზოგადოებასთან ურთიერთობებისთვის და კიდევ უფრო მეტი ინჟინერი გვჭირდებოდა… პროცესი გამჭვირვალე იყო“, — განაცხადა ალავიძემ. ამასთან, ანგარიშში საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ კონკრეტული საჯარო მოხელეების გათავისუფლების საკითხი მთავრობის სხდომაზე არ განხილულა და ეს ცალკეული მინისტრების ბრძანების საფუძველზე ხორციელდებოდა. გარდა ამისა, შსს-ს, განათლების, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროებმა საიას ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპტიმიზაცია და თანამშრომლების გათავისუფლება — ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივაა. „რაც შეეხება სამინისტროების ოპტიმიზაციას, კონკრეტულმა სამინისტროებმა ეს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე ჩაატარეს. თქვენთვის ცნობილია, რომ ხარჯვით ნაწილში მოხდა შემცირება. მაგალითად, მე სამინისტროში თანხის ეკონომია სხვა მიმართულებით გავაკეთე და არა ადამიანების გათავისუფლებით“, — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესს 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე პერიოდში აკვირდებოდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 55,3 მლნ ლარის ეკონომიის გაკეთება შეძლო. გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა კი 5,3 მლნ ლარს შეადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები