პოლიტიკა

ია ანთაძე ექსპრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრაზე: მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების მოსმენა შევძელი

07.06.16 22:00


მედიაექსპერტი ია ანთაძე ექსპრემიერსა და ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე პასუხების მიღება შეძლო.

როგორც ანთაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სხვა საკითხებთან ერთად ეს იყო კორცხელის ინციდენტსა და „რუსთავი 2“-ის საკითხზე ექსპრემიერის მიერ გაკეთებული შეფასებები.

„დღევანდელი პრესკონფერენცია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მივიღე პასუხები. კერძოდ, კონკრეტულად მაინტერესებდა, იქნებოდა თუ არა პარტიის საქმიანობაზე და პარტიულ სიებზე პასუხისმგებელი გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც ვიცით, იყო სერიოზული პაუზა მისი გაპრემიერებიდან იქამდე, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა. მაგალითად, კორცხელის ინციდენტზე პასუხს ვერ მოვთხოვდით გიორგი კვირიკაშვილს, რადგან იქ გამართული შუალედური არჩევნები პარტიულად მის ხელში არ ჩატარებულა, მე მაინტერესებდა, თუ მომავალშიც ექნება მსგავს ფაქტებს ადგილი, იქნება თუ არა პასუხისმგებელი გიორგი კვირიკაშვილი, თუ მისი მთავარი ამოცანა პრემიერ-მინისტრის რანგით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება იქნება.

მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომ გიორგი კვირიკაშვილი იქნება პასუხისმგებელი პარტიულ საქმიანობაზეც. თუმცა კორცხელის მსგავსი ინიცდენტები არ არის გიორგი კვირიკაშვილის მართვის სტილი. ბიძინა ივანიშვილის კომენტარიდან გამოჩნდა, რომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული, როგორ ზიანს აყენებს არსებულ ხელისუფლებას კორცხელის მსგავსი ინციდენტები. ასევე გამოვყოფდი, “რუსთავი 2“ -ის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას, მენეჯმენტთან დაკავშირებით, მეც მგონია,რომ თუ ახალი მფლობელის ხელში აღმოჩნდება ტელეკომანია, მენეჯმენტი არჩევნებამდე უცვლელი უნდა დარჩეს“, -აცხადებს ია ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები