პოლიტიკა

ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის წინადადება პოლიტიკური სვლაა

04.05.17 17:15


ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის თაობაზე წინადადება პოლიტიკური სვლაა.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, პრეზიდენტი პროცესში მაშინ უნდა ჩართულიყო, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და მუშაობა დაიწყო.

"როცა საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა და ამავდროულად ამბობს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება, მას უნდა ჰკითხოთ, ამ პროცესში მონაწილეობა როგორ წარმოუდგენია?! ფორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელებთ და კონკრეტული შეთავაზება იქნება. თუ ეს არის გულწრფელი პოზიცია, სურვილი და ნაბიჯი, ეს გამოჩნდება.

თუ ეს გულწრფელი პოზიციაა და გამოსაცდელი შეთავაზება არ არის, ეს გამოჩნდება. მზად ვართ, რომ კომისიაში ნებისმიერ განსხვავებულ პოზიციას მოვუსმინოთ. ამ პროცესს საყოველთაო განხილვა იმიტომ ჰქვია, რომ მისგან არავის გარიყვა არ შეიძლება. პრეზიდენტი ამ პროცესში თავიდან უნდა ჩართულიყო. მიმაჩნია, რომ მცდარი იყო პოზიცია, როცა თავიდანვე არ ჩაერთო. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სვლაა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა, თუმცა ფორმებზე მსჯელობა გვექნება", - განაცხადა ბესელიამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები