პოლიტიკა

საქართველოში იოჰანეს ჰანის ვიზიტის დროს 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმება გაფორმდება

04.05.17 17:25


ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისს გაიმართება ევროკომისრის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.

“შეხვედრებზე მხარეების მიერ განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მიმდინარე პრიორიტეტები, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული, ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები.

ევროკომისრის ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აგრეთვე, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ,,აღმოსალეთ პარტნიორობის’’ სამიტისთვის საქართველოს მოლოდინებზე და ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობა”,-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმების („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი” Technical Cooperation Facility – TCF) ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები