პოლიტიკა

ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის ბაზაზე ინსპექცია ჩაატარეს

04.05.17 17:35


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს ჯგუფმა გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზა „მანჰაიმზე" ინსპექცია ჩაატარა. ღონისძიება „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.

ქართველ სამხედრო ინსპექტორთა ათკაციანმა ჯგუფმა, რომელშიც ვერიფიკაციის სამმართველოს წარმომადგენლების გარდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული, აშშ-ის არმიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და ტექნიკა აღრიცხეს.

ქართველმა სამხედრო ინსპექტორებმა ქვედანაყოფის განთავსების გეგმა შეამოწმეს და მონაწილეობა საწვრთნელ-სავერიფიკაციო ღონისძიებაში მიიღეს, რომელიც ევროპაში აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და ბუნდესვერის სავერიფიკაციო ცენტრს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

დაგეგმილი საინსპექციო ღონისძიება მიზნად ქართველი სამხედრო ინსპექტორების მხრიდან ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისთვის მსგავსი სავერიფიკაციო ღონისძიებების ჩატარების დროს თანხლების და ინსპექტირების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასაც ისახავდა.

საქართველო „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულებას 1992 წლიდან შეუერთდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს სამხედრო ინსპექტორები ანალოგიურ ღონისძიებას სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ხშირად ახორციელებენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები