პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე - აშშ-სთან ორმხრივ დღის წესრიგში სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

04.05.17 18:35


ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება ორმხრივ დღის წესრიგში, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, კონკრეტულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყოველთვის იდგა საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში.

„ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკა თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით იყო ორიენტირებული ზოგადად რეგიონალურ პლატფორმებთან და იგი არ უჭერდა მხარს თავისუფალ ვაჭრობაზე ორმხრივი შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

რაც შეეხება აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით მათი რეკომენდაცია.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფორმორების პროცესშია.

სავაჭრო პოლიტიკის და ინსტუტუციის კუთხით ჯერ კიდევ არ არის დანიშნული სავაჭრო წარმომადგენელი. ჩვენ ველოდებით აშშ-ის სტრუქტურულ-ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს აქტიურად ვაყენებთ დღის წესრიგში, რათა გავაღრმაოთ სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობა, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობის კუთხით“, - განაცხადა ჯანელიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები