საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე. წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას გეგმავს

11.05.17 18:40


შინაგან საქმეთა სამინისტრო ე. წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას გეგმავს. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს უწყება მთავრობას მიმდინარე თვეში წარუდგენს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი განმარტავს, საუბარია საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საკომისიო რესურსის გამოყენებაზე, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების წინააღმდეგ იმუშავებენ.

“ეს იქნებიან პოლიციელები, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთის ქვეყნებში იქნებიან ფარულად. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული მუშაობა იქნება. საუბარია იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი, მსგავსი ინსტიტუტი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. ქვეყნები ამით ეხმარებიან ერთმანეთს, რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ორგანიზებული ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდეს ეფექტური ბრძოლა პოლიციის მხრიდან”, - განმარტავს შალვა ხუციშვილი.

წყარო: ipn.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები