საზოგადოება
12.05.17 16:30
თბილისში ველოტრასები წელს ორ ადგილზე მოეწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.
როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, ერთ-ერთი, დაახლოებით 8 კმ-იანი ველოტრასა დედაენის ბაღიდან დაიწყება, მტკვრის ორივე სანაპიროზე მოეწყობა და წრიული იქნება. კერძოდ, ველოტრასა დედაენის ბაღიდან დაიწყება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაყვება, შემდეგ ველოტრასა ვახუშტის ხიდზე გადავა და მტვრის მარცხენა სანაპიროზე გაგრძელდება. ზაარბრიუკენის მოედნიდან კი დედაენის ბაღში ჩავა. იქედან შესაძლოა ტრასა რიყემდე გაგრძელდეს. ველოტრასაზე ასევე დაგეგმილია ორი შუქნიშნის დადგმა და რამდენიმე ადგილზე ველოსადგომების მოწყობა. კერძოდ, დედაენის ბაღში, რიყესა და ზაარბრიუკენის მოედანზე.
„აღნიშნული ველოტრასის მოწყობის სამუშოები უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ თვენახევარში დასრულდება, დაიხაზება და მზად იქნება. ველოტრასის მოწყობა რამდენიმე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ფინანსდება. ასე, რომ ცალკე მისი ბიუჯეტი განსაზღვრული არ არის. კერძოდ, აღნიშნულ ტრასაზე ორმოულ შეკეთებას კეთილმოწყობის სამსახური განახორციელებს, ველობილიკის დახაზვა სხვა პროგრამიდან მოხდება, ასევე სხვა პროგრამიდან დაფინანსდება ორი შუქნიშნის დადგმა. საბოლოო ჯამში, ველოტრასის მოწყობის ბიუჯეტი ეკონომიური იქნება“, - აცხადებენ ტრანსპორტის სამსახურში.
მათივე თქმით, პროექტს მათთან ერთად თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განახორციელებს.
ამასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მეორე ველოტრასა, შედარებით პატარა, 1,2კმ სიგრძის მირიან მეფის ქუჩაზე გაკეთდება.
„ველოტრასა ტროტუარზე მოეწყობა ანუ 3 მეტრიანი სიგანის ტროტუარის გაყოფა მოხდება, რომლის ნაწილზე ველოტრასა გაკეთდება. სამუშაოები დაწყებულია. მთლიანად მირიან მეფის ქუჩაზე გზის საფარის დაგება და ტროტუარების მოწყობა 18 ივნისისთვის უნდა დასრულდეს. შემდეგ იქ ველოტრასების დახაზვა მოხდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა მირიან ჯანგავაძემ.
მისივე თქმით, ველოტრასა მირიან მეფის ქუჩის ნაწილზე მოეწყობა, იმ ადგილამდე, სანამდე ასეთი ტრასის მოწყობა შესაძლებელია.
წყარო: ipn.ge
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24