საზოგადოება

NDI - გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო კაცებთან ერთად ქალებისთვისაც უნდა იყოს

12.05.17 17:15


NDI-ის გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს.

კითხვაზე - ჩამოთვლილთაგან რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, აღნიშნული პასუხი გასცა გამოკითხულთა 64%-მა, 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.

კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში სამხედრო კარიერას ირჩევენ, რადგან ჯარისკაცებს სტაბილური შემოსავალი აქვთ, გამოკითხულთა 88% აცხადებს, რომ ეთანხმება, გამოკითულთა 7% კი ამბობს, რომ არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოში ხალხი სამხედრო კარიერას იმიტომ ირჩევს, რომ მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, 16% აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმება.

]გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ სამხედრო კარიერას იმისთვის ირჩევენ, რომ მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა უნდათ, 31% კი ამას არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 57% სამხედრო კარიერის არჩევის საფუძვლად ასახელებს იმას, რომ მათ მოსწონთ სამხედრო სფერო, 32% კი აღნიშნულს არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ სამხედრო კარიერას საქართველოში ირჩევენ, რადგან სამხედრო სამსახური პრესტიჟულია, 41% კი ფიქრობს, რომ ასე არ არის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

წყარო: ipn.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები