საზოგადოება

სენაკელმა მოსწავლეებმა NASA-ს კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს

15.05.17 15:45


სენაკელმა მოსწავლეებმა ნასას პროექტის ფარგლებში, მაღალი და დაბალი ტემპერატურისაგან დამცავი ჯავშნის შექმნით, ერთ კონკურსში პირველი, ხოლო მეორე კონკურსში – მესამე ადგილი დაიკავეს. ჯგუფი, რომელიც NASA-ს კოსმოსური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას, ხუთი მოსწავლისგან შედგებოდა.

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მერვეკლასელებმა პირველი ადგილი დაიკავეს პროექტში – Cryogenics Challenge.

მოსწავლეებმა შექმნეს ჯავშანი, რომელიც სხეულს, ან ნივთს მაღალი ტემპერატურისგან იცავს და მესამე ადგილი დაიკავეს Thermal Design Challenge-ში, რომლის არსი იყო, ასევე, ჯავშნის შექმნა, რომელიც სხეულს, ან ნივთს დაბალი ტემპერატურისაგან იცავს.

​სენაკის სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ულოცავს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები