საზოგადოება

გლდანის ტბასთან დედა-შვილს კვადროციკლი დაეჯახა

15.05.17 16:25


გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს კვადროციკლი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები