პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს, დონალდ ტუსკს და იოჰანეს ჰანს შეხვდება

08.06.16 14:30


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიუსელს ეწვევა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქვეყნის პირველ პირს უმაღლესი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

უფრო კონკრეტულად, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

ბრიუსელში პრეზიდენტი სტრასბურგიდან გადავა, სადაც სამუშაო ვიზიტით 6 -7 ივნისს იმყოფებოდა.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი ასევე ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 694


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები