საზოგადოება

Aerosmith საქართველოში კონცერტის მოლოდინში

16.05.17 13:25


ერთ კვირაზე ნაკლები რჩება ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის Aerosmith-ის გრანდიოზულ კონცერტამდე, რომელიც შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე 20 მაისს გაიმართება — მუსიკოსებსაც დიდი მოლოდინები აქვთ.

საქართველოში მომავალ გამოსვლას კოლექტივმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი მიუძღვნა. „თქვენთან შეხვედრას საქართველოში 20 მაისს ველით", — წერს Aerosmith.

განთქმულმა როკერებმა დაპოსტეს Dream on-ის ჰიტის ქართული ქავერი, რომელიც ქართული მრავალხმიანობის სტილში მუსიკალურმა კოლექტივმა Geo Folk Tour-მა

შეასრულა.

ქავერის ვიდეოკლიპი გადაღებულია თბილისის ზღვაზე, მონუმენტ "საქართველოს ისტორიის" ტერიტორიაზე. ჩოხაში გამოწყობილი მონაწილეები ასრულებენ Dream on-ის ქავერს მონუმენტების ფონზე, კლიპი სრულდება ქართული მრავალხმიანობით და ხანჯლური ცეკვით.

საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith-ი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში კონცერტს გამართავს. ლეგენდარული კოლექტივის კონცერტს დაესწრებიან ფანები რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

საქართველომდე მუსიკოსები ისრაელს ეწვევიან, შემდეგ მათ ელიან რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. საკულტო კოლექტივი Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში ჩამოდის.

Aerosmith-ის კონცერტი საქართველოში სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანია საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაცია. ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა.

ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი".



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები