საზოგადოება

18 მაისს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს 25 ქალაქში აღინიშნება

16.05.17 14:05


საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებულმა საქართველოს ეროვნული სამოსის დღემ წელს უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს საზღვრებს გასცდა. 18 მაისი ქართული სათვისტომოების მიერ აღინიშნება შემდეგ ქალაქებში: ლონდონში , ვაშინგტონში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში.

საქართველოში კი Check in Georgia-იას ფარგლებში ეროვნული სამოსის დღე 20-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან. ორგანიზატორების განცხადებით სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ და ადგილობრივი რესურსით ღონისძიებები დაგეგმონ.

18 მაისი იქცა დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.

თბილისის მერიის მხარდაჭერით ეროვნული სამოსის დღე თბილისში ევროპის მოედანზე გაიმართება. 16: 00 სააითზე გაიხსნება გამოფენები და მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა. მსვლელობაში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, რომელიც ეროვნულ სამოსში იქნება გამოწყობილი. 17:00 საათზე გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, ხოლო 20 :00 საათზე ეროვნული სამოსის დღე გალა-კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე, „სუხიშვილები“ (მომავალი თაობა) ბენდი „ჩვენებურები“ ანსამბლი „მუხამბაზი“; ასევე „შავფაროსნები“ საჩვენებელი შოუთი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები